მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ისინი ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გამსვლელ მოჭადრაკეს ტაიბრეიკები (ჯერ 25-წუთიანი, შემდეგ -
ტურნირის საპრიზო ფონდია 14 500 ლარი. ჩემპიონი 4000 ლარს მიიღებს, მეორე-მესამე პრიზიორები, შესაბამისად, 3500 და 3000 ლარით დაჯილდოვდებიან. მეოთხეადგილოსანს 2000 ლარი გადაეცემა, ხოლო მეხუთე-მერვე ადგილებზე გასულთ - 500-500 ლარი. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ეროვნულ ნაკრებში დაიბევებენ ადგილებს, ხოლო მედალოსნებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.
მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატი ვაჟების პირველობამდე სამი დღით ადრე აიღებს სტარტს დაბა ანაკლიაში. სალომე მელია, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნაზი პაიკიძე, მარიამ დანელია, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, მაკა ფურცელაძე, მირანდა მიქაძე, სოფიკო ნიკოლაძე - 10 იანვრიდან წრიული სისტემით შეხვდებიან ერთმანეთს, 16 იანვარი დასვენების დღეა. პირველი-მეხუთეადგილოსნები, შესაბამისად, 4000, 3500, 3000, 2000 და 1000 ლარით დაჯილდოვდებიან. მედალოსნებს ფედერაცია ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე წასასვლელ ხარჯებს აუნაზღაურებს.
.