ნანა ძაგნიძე ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს გამოეთიშა

AutoSharing Option
ჩაქვში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი. 21 მაისს მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტი ნანა ძაგნიძე სომეხ ელინა დანიელიანს დაუზავდა და ჩაქვიც დატოვა - მამის ავადმყოფობის გამო ჩემპიონატს გამოეთიშა.

ორ-ორქულიანი ლიდერთა ჯგუფის დანარჩენი წევრების პაექრობები ასე დასრულდა: ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) 0:1, ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი)-ოლგა გირია (რუსეთი) 0:1, მიხაელა სანდუ (რუმინეთი)-ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) 1:0, ნინო ბაციაშვილი-ანასტასია სავინა (რუსეთი) 1:0, ვლადა სვირიდოვა (რუსეთი)-ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5, მონიკა სოჩკო (პოლონეთი)-ლილით გალოიანი (სომხეთი) 0.5:0.5. ბელა ხოტენაშვილმა, რომელსაც 1.5 ქულა ჰქონდა, ორქულიან მარია
გევორქიანს (სომხეთი) აჯობა.

ჩვენებურთა დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ალიას გალიამოვა (რუსეთი)-სოფიკო გურამიშვილი 1:0, ნინო ხურციძე-ინგა ჭარხალაშვილი 1:0, მარია კურსოვა (სომხეთი)-მერი არაბიძე 0.5:0.5, ინა გაპონენკო (უკრაინა)-მერი ჟორჟოლიანი 0.5:0.5, ნარგიზ უმუდოვა (აზერბაიჯანი)-სალომე მელია 0:1, ზოია შლეინინგი (გერმანია)-მირანდა მიქაძე 0.5:0.5, მაია ლომინეიშვილი-მარინა ბარაევა (რუსეთი0 1:0, ოლგა ზიმინა (იტალია)-ნატო იმნაძე 1:0, სოფიო გვეტაძე-აისელ მამედოვი (აზერბაიჯანი) 1:0, მარიამ თევზაძე-ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) 0:1, ალექსანდრა ვახანია-ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი) 0.5:0.5, ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი)-მადონა ბოკუჩავა 1:0, ნინო ხომერიკი-ნარმინ სოიუნლუ (აზერბაიჯანი) 1:0, თამარ ხმიადაშვილი-ოლივია კიოლბასა (პოლონეთი) 0:1, ნინო ჯალაღონია-ანა კუჭავა 1:0, ზალინა ზინგური (რუსეთი)-ინგა ხურცილავა 0:1, ციალა ქასოშვილი-მარიამ ჭოლაძე 0:1, თამარ ჭანტურია-ანა გავაშელი 0:1, დიანა ლომაია-ალესია სანტერამო (იტალია) 0:1.

სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ დაწინაურდნენ ბაციაშვილი, სანდუ, კაშლინსკაია და გირია. 10-მა მოჭადრაკემ 2.5-2.5 ქულას მოუყარა თავი. მათ შორის არიან ხოტენაშვილი, ხურციძე და ჯავახიშვილი.

დანარჩენთა მონაგარი ასეთია: ლომინეიშვილი, მელია, გვეტაძე, არაბიძე, ჟორჟოლიანი -2-2, გურამიშვილი, ჭარხალაშვილი, მიქაძე, ხომერიკი, ჯალაღონია -1.5-1.5, გავაშელი, იმნაძე, ვახანია, ხურცილავა, ჭოლაძე, თევზაძე-1-1, ბოკუჩავა, კუჭავა, ჯიბური, ხმიადაშვილი-0.5-0.5, ქასოშვილი, ჭანტურია, ლომაია-0 ქულა.

22 მაისს მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცუდია. ნანა ნამდვილად გახდებოდა

ჩემპიონი.წარმატებები.
giorgi
08:48 24-05-2015
0

სიახლეები პოპულარული