უფროსებმა იბრძოლეს, უმცროსებმა დაისვენეს

AutoSharing Option
ფოთში ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ფესტივალზე გუშინ გამართული შეხვედრებიდან განსაკუთრებით სომეხი დიდოსტატის ტიგრან კოტანჯიანისა (2551) და სოფიკო გურამიშვილის (2298) ორთაბრძოლაა აღსანიშნავი. ქალთა შორის თბილისელი დიდოსტატი შავი ფიგურებით თამაშობდა, მაგრამ რეიტინგში მასზე 253 პუნქტით მაღლა მდგომ მეტოქეს არაფერი დაუთმო. მეტიც, შესანიშნავად წარმართა პარტია და გაიმარჯვა კიდეც, რითაც ლიდერთა ჯგუფს მიუახლოვდა. იქ კი გათამაშების ცხრილის სათავეში კონსტანტინე შანავა და აზერბაიჯანელი ზაურ მამადოვი მოექცნენ. შანავამ თეთრი ფიგურებით დავით ლომსაძე დაამარცხა, აზერბაიჯანელმა კი მაია ლომინეიშვილს სძლია. ორივე მოჭადრაკემ 4,5-4,5 ქულა მოაგროვა. დაწინაურებულთ 0,5-0,5 ქულით
ჩამორჩებიან შოთა აზალაძე, ლევან ფანცულაია (გუშინ ისინი ერთმანეთს დაუზავდნენ) და გაიოზ ნიგალიძე, რომელმაც გიორგი გამზარდია დაამარცხა.

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: დავით ზარქუა-ღასან ალი (ერაყი) 1:0, თამარ ხმიადაშვილი-აკაკი შალამბერიძე 0:1, დაზავდნენ: დავით ბენიძე-მირანდა მიქაძე, აჰმედ ლაუდ ალი-დავით მაღალაშვილი, ჯამბულ მახარაძე-გიორგი ნიკოლაშვილი, ნოდარ ლორთქიფანიძე-ზურაბ ჯავახაძე, პარმენ გელაზონია-ბექა ფიფია, გიორგი ხელაია-მერი არაბიძე.

დღეს მე-6 ტურში ინტერესს იწვევს შემდეგი პაექრობები: მამადოვი (4,5)-შანავა (4,5), ფანცულაია (4)-ნიგალიძე (4), ლომსაძე (3,5)-აზალაძე (4), შალამბერიძე (3,5)-ბენიძე (4,5), მიქაძე (3,5)-ზარქუა (3,5), გურამიშვილი (3,5)-ალ-ალი (3).

საგულისხმოა, რომ 16 მოჭადრაკეს 3-3 ქულა აქვს და საპრიზო ადგილების დაკავების შანსი არც მათ დაუკარგავთ.
რაც შეეხება ასაკობრივ ტურნირებს, ყმაწვილ მოჭადრაკეებს გუშინ დასვენების დღე ჰქონდათ. მათთვისაც მე-6 ტურის დღეს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ დათო კოდუა,კარგადაა ტურნირი ორგანიზებული.დათო ეგებ როგორც გთხოვენ კომენტარებში რამდენჯერმე მოახერხო ხოლმე განახლება თუნდაც ბოლო საათნახევრის განმავლობაში იმ 5 საათიდან რომელიც პარტიისთვის არის განკუთვნილი
mexre
11:59 16-07-2010
0

სიახლეები პოპულარული