ტურნირის საპრიზო ფონდი იყო 32 ათასი ამერიკული დოლარი. ჩემპიონმა მაკშეინმა 6500 დოლარი დაიმსახურა, ნორიცინს 3500 ხვდა, გაგუნაშვილს _ 2500, შაბალოვი და მალანიუკი 1500-1500 დოლარით დაჯილდოვდნენ.
12:02 20-07-2010
გაგუნაშვილის ბრინჯაო
AutoSharing Option
ტორონტოში გუშინ დამთავრდა კანადის 47-ე ღია ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 260-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. შეჯიბრების ლიდერმა ინგლისელმა ლიუკ მაკშეინმა გადამწყვეტ ტურში რუსი არტიომ სამსონკინი დაამარცხა, 9 შესაძლებლიდან 8 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა კანადელი ნიკოლაი ნორიცინი, რომელმაც ბოლო ტურში ლიტველ ედუარდას როზენტალისს აჯობა. 7-7 ქულას ერთბაშად ოთხმა მოჭადრაკემ მოუყარა თავი. დაზავდნენ მერაბ გაგუნაშვილი და ამერიკელი ალექსანდრ შაბალოვი. უკეთესი კოეფიციენტით საქართველოს ჩემპიონს და ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების წევრს ბრინჯაოს მედალი ხვდა. მეოთხე ადგილი შაბალოვს ერგო. მეხუთე-მეექვსე ადგილები
უკრაინელმა ვლადიმირ მალანიუკმა და კანადელმა ჯეკ იუსმა გაინაწილეს.
ტურნირის საპრიზო ფონდი იყო 32 ათასი ამერიკული დოლარი. ჩემპიონმა მაკშეინმა 6500 დოლარი დაიმსახურა, ნორიცინს 3500 ხვდა, გაგუნაშვილს _ 2500, შაბალოვი და მალანიუკი 1500-1500 დოლარით დაჯილდოვდნენ.
ტურნირის საპრიზო ფონდი იყო 32 ათასი ამერიკული დოლარი. ჩემპიონმა მაკშეინმა 6500 დოლარი დაიმსახურა, ნორიცინს 3500 ხვდა, გაგუნაშვილს _ 2500, შაბალოვი და მალანიუკი 1500-1500 დოლარით დაჯილდოვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული