ევროპის ჩემპიონატი. II დღე: რეხვიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ზებედა რეხვიაშვილი. მისი მეტოქე ხორვატი დომინიკ დრუზეტა იქნება.

შეხვედრის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

რეხვიაშვილმა ჩემპიონატზე რუმინელ ვლად ვისანს, უნგრელ ატილა უნგვარსა და რუს ასლან ლაპინაგოვს სძლია, ნახევარფინალში კი გერმანელ დომინიკ რესელთან დამატებით დროში, გაფრთხილებით წააგო.

დღესვე ვარშავაში წარუმატებლად იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმა (-73), რომელმაც მხოლოდ სასტარტო ორთაბრძოლა მოიგო, შემდეგ კი ავსტრიელ ლუკას რეიტერთან წააგო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს ხუთმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ
წარუმატებლად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული