ევროპის ჩემპიონატი. III დღის ანონსი: ნანატრი მედლების მოლოდინში

AutoSharing Option
ფოტოზე: ვალერი ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი დღეს სხვადასხვა წონებში გამოდიან
დღეს, 22 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები დარჩენილ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ტატამი ვაჟთა შეჯიბრში -90, -100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ფალავნებს, ხოლო ქალებში -78 და +78-ის წარმომადგენლებს დაეთმობათ.

საქართველოს ნაკრებიდან ვაჟებში ოთხი, ხოლო ქალებში ერთი ძიუდოისტი იასპარეზებს: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვალერი ლიპარტელიანი (-100კგ), ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე +100კგ) და ელენე ქებაძე (+78კგ).

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 სთ-იდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 18:00.
ტურნირის სრულად ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე არცერთი მედალია. ჩემპიონატი კი ხვალ, 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება.

* * *
ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან რამდენიმე საყურადღებო ფალავანი ჭიდაობს. 90-ში ბექა ღვინიაშვილს მშვენიერი შანსი ეძლევა, უფროსებში პირველი ტიტული თუ არა, მინიმუმ, მედალი მოიპოვოს. ის პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი უკრაინელ ქუანჯაუ ნჰაბალის ხვდება, ვისაც ერთხელ შეხვდა და მოუგო (ორი წლის წინ ასტანაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე). ახლაც თუ იმარჯვებს, ჩვენებურის მომდევნო მეტოქე რუმინელ კრისტიან ბოდირლაუს და იტალიელ ნიკოლას მუნგაის შორის უმჯობესი იქნება.

ამავე ჯგუფშია რუსთა კიდევ ერთი ინგუში ხუსეინ ხალმურზაევი - ოლიმპიურ ჩემპიონ ხასან ხალმურზაევის ძმა, ვისაც ბექამ წლეულს დიუსელდორფის ფინალში მოუგო. ხალმურზაევი პირველად ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადაშვილს ხვდება.

100 კილოგრამში ახალგადასული ვალერი ლიპარტელიანი ჯერ განუთესავია და ცოტა რთულ ჯგუფში მოხვდა: პირველად იტალიელი ჯულიანო ლოპორჩიოს ხვდება, ამათში მოგებულს კი ბელგიელი მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ტომა ნიკიფოროვი ელოდება. ამავე ჯგუფშია შვედი იოაკიმ დვარბი, ბერძენთა ქართველი ტენტორე მასმანიდისი, ფრანგი ოლიმპიური პრიზიორი სირილ მარე და კიდევ რამდენიმე საყურადღებო ათლეტი.

დიდად არც გურამ თუშიშვილს (+100) გაუმართლა, ვინც ჯგუფში ჩეხთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკთან მოხვდა. თუმცა ჩეხი აქამდე 100 კილოგრამში ჭიდაობდა, მძიმეში კი წლეულს, ოლიმპიადის შემდეგ გადმოვიდა და შედარებით უჭირს. თუშიშვილი პირველ შეხვედრას პოლონელ პაველ გრაბოვსკისა და თურქ სემიჰ ადიამანს შორის წარმატებულთან ჩაატარებს.

ამ წონაში პირველ წრეში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ადამ ოქრუაშვილიც ისვენებს, მისი მეტოქე კი ლიტველი მარიუს პასკევიჩიუსი ან ბელგიელი ბენჟამინ ჰარმეგნიესი იქნებიან. ამავე ჯგუფშია უკრაინელთა ახალგაზრდა ტალანტი, ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი იაკიმ ხამო.

ამავე დღეს იასპარეზებს ქალებში ჩვენი მესამე მონაწილე, მძიმეწონოსანი ელენე ქებაძეც. ის ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება და თურქთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ კაირა საიტს შეხვდება. ამავე ჯგუფში კიდევ ორი ძიუდოისტია - გერმანელი კაროლინ ვაისი და ხორვატი ივანა სუტალო.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან სუსტად გამოდიან . საერთოდ არ მომწონს ახლანდელი ნაკრები
merabi
22 აპრილი 2017 17:13
0
სამწუხაროდ ლიპომ ფრანგთან წააგო.შემდეგ კი უკვე ბექამაც,ხალმურზაევთან.ოქრუაშვილი და თუშიშვილი წარმატებით აგრძელებენ გამოსვლას,ადამი თავისებურად,დინჯად,აი თუშიშვილი კი ღვინიაშვილის ჭიდაობა გეგონებათ,ისეთ ტემპში და და ეფექტით უტევს. მეტოქეებს.
სოსო
22 აპრილი 2017 16:59
0
ჩვენი გუნდის 90%-ის ფიზიკური კონდიციები სავალალო მდგომარობაშია!!!!! ცირეკიძე და ქევხიშვილი წასასვლელები ხართ!!!!
პაატა
22 აპრილი 2017 16:55
0
სამაგიეროდ სამცუხაროდ ფრანგტან ცააგოო
kopiliko uznadze
22 აპრილი 2017 16:47
0
es mcvrtnelia??bekas cageba mcvrtnelis sindisze iyos.martalia zalian miyvars rogorc pirovneba da rogorc yofili ziudoisti cirekidze magram mcvrtnelobaze ra gitxrat 0..
halagaji
22 აპრილი 2017 16:44
0
გააგდეტ ცირეკიდზე.....ოროსანი
argo
22 აპრილი 2017 16:43
0
???????????????????????????????????რა უბედურებაა! ასეთი რამ ა(ღა)რც მახსენდება! S o s ! S o S ! S o s ! აზერბაიჯანისგან ვისწავლოთ?!
k a t a s t r o f a !!! S O S !
22 აპრილი 2017 16:43
0
ყველა ძალიან უსუსურად გამოიყურება რასაც ვუყურე. ასეთი საშინელი გამოსვლა კარგა ხანია არ მინახავს
niko
22 აპრილი 2017 16:38
0
ლიპომ ინგლისელს მოუგოოოოოოოოოოოოო
ddd
22 აპრილი 2017 15:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული