ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ოთხი მედლის მოპოვების შანსი

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები ვაჟთა შორის -90, -100 და +100 კგ წონითი კატეგორიებში, ხოლო ქალებში -78 და +78 კგ-ში თამაშდება.

წინასწარი შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ხუთი წევრიდან საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ოთხი აგრძელებს - მძიმეწონოსნები ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში გავიდნენ, ვალერი ლიპარტელიანი (-100) და ბექა ღვინიაშვილი (-90) კი დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 სთ-იდან დაიწყება და მისი ლაივ-სთრიმი ნახვა ამ ბმულზე შეიძლება.

სასტარტო შეხვედრაშივე დამარცხდა და ბრძოლას
გამოეთიშა ქალთა შეჯიბრში ჩვენი ბოლო წარმომადგენელი ელენე ქებაძე (+78).

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე არცერთი მედალია. ჩემპიონატი კი ხვალ, 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საყვედურს ჩემს უსაყვარლეს ფალავნებზე მაინც ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველაზე გამორჩეულმა - ბექამ დამწყვიტა გული. საქმე მარტო მის დამარცხებაში არ არის, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მას სუნთქვის პრობლემები აქვს, რისი გამოსწორებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
zurab
17:43 22-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული