ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ქართველების თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოსვლა თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

22 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა მოიპოვა, ვინც ფინალურ შეხვედრაში თანამემამულე ადამ ოქრუაშვილს სუფთად მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანამდე ბრინჯაოს მედალი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა.

დღეს ვარშავაში მედლები ვაჟთა შორის -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში -78 და +78 კგ-ში გათამაშდა. სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ვალერი ლიპარტელიანმა (-100), რომელიც სანუგეშო ტურნირში დამარცხდა და
ქალთა შეჯიბრის მონაწილე ელენე ქებაძემ (+78).

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქროს მედლები, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას მოუტანეს.

ევროპის ჩემპიონატი 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვინ არის 1.7? თუშიშვილი? არ იცი სიმაღლშეი რამდენია გასაგებია მაგრამ თვალზომაც არ გაქვს?
fraternity
24 აპრილი 2017 14:24
0
ძალიან არ გავს სპორცმენს ადამ ოქრუაშვილი დაიკელი ცოტა რა არის სუმოა მამაზაღლი?:):)
ზურიკო
23 აპრილი 2017 18:06
0
ნამეტანს ნუ ითხოვთ, 800 მილიონიან ევროპას გინდათ 3,5 მილიონით წაართვათ ყველა მედალი?! ან რას ქვია არ იჭიდავეს?! სპორტია... თედიაშვილის მათქვამის არ იყოს--- დაუმარცხებელი მამაჩEმია, არასდროს უჭიდავია და იმიტომ...
Kosta
23 აპრილი 2017 14:35
0
ადამმა მთავარ მოწინააღმდეგეს კუჭს ვერ აჯობა თორემ ვერც რინერი ვერ გაუმკლავდებოდა.
ქართველი
23 აპრილი 2017 12:51
0
არაპერი არ გვაქვს სატრაბახო მიტუმეტეს გასახარებელი ცალიან ცუდატ იკვნენ მომზადებულები ისეტი სჰტაბაცჰდილება დამრცჰა რომ ,,არ იცჰიდავეს ეს განსაკუტრებიტ ბექას ცჰიდაობის დროს სჰევამცჰნიე ,, ბექას სჰეედზლო ხალმურზაევის ცაქცევა,,მარა.....
gaixaret qartveleboo
23 აპრილი 2017 12:38
0
სიმაღლე რა შუაშია? ჭიდაობაა, კალათბურთი კი არა. ეგრე კრპალეკიც ორ მეტრაზე მაღალია, მაგრამ დააგდო იპონზე. რინერის დროც გავიდა უკვე, ადრე მატიაშვილთან პრობლემა რომ შეექმნა, გაჩერებულს უკნიდან მიეპარა და ისე დააგდო. თუ უნდა დაუმარცხებელის სახელი დატოვოს, უკვე უნდა შეეშვას აქტიურ სპორტს, თორემ ახლო მომავალში ვიღაცა სამარცხვინნოდ გააკრავს ტატამს და ეს ვიღაცა შეიძლება სწორედ გურამი იყოს.
კეთილი სამარიტელი
23 აპრილი 2017 12:26
0
ჩეხი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც თუშიშვილმა გააგორა, რინერზე დაბალი არაა, მაგრამ გამოადგა რო?
ნორმალური სიმაღლე სპორტსმენს უნდა და ეს მას არ აკლია, ნიჭიც უხვად აქვს; დანარჩენს გულმოდგინება და შრომა გადაწყვეტს
ჯ ჯ-ს
23 აპრილი 2017 11:18
0
გურამმა ძალიან ძლიერად იჭიდავა ბოლო ორ ტურნირზე. მას უდავოდ დიდი მომავალი აქვს და ძალიან ვგულშემატკივრობ (ასევე ბექას), მაგრამ ტედი რინერის მომგები ვერ იქნება, რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს. გურამი 1.70მ-ია, ტედი კი 2 მ-ზე მაღალია. ფიზიკურად ვერ გაუმკლავდება.
ჯანო ჯანდიერი
23 აპრილი 2017 02:36
0
ლიპარტელიანი არ უნდა გადასულიყო 100კგ-ში!
დავით 67
23 აპრილი 2017 02:27
0
,,გულშემატკივარმა" დამასწრო და ჩემი მოსაზრება გააჟღერა: გურამ თუშიშვლი აუცილებლად დაამთავრებს რინერის ჰეგემონიას.მას საამისოდ გააჩნია ყველა მონაცემი.;მთავარია თავად მოიწადინოს და გაიღოს ამისათვის მაქსიმუმი.ვულოცავ დღევანდელ ოქროს.ეს ჯერ დასაწყისად ჩავთვალოთ.გამარჯვებები გზებით უნდა იარო გ უ რ ა მ !
გიორგი
23 აპრილი 2017 00:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული