22 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა მოიპოვა, ვინც ფინალურ შეხვედრაში თანამემამულე ადამ ოქრუაშვილს სუფთად მოუგო.
მანამდე ბრინჯაოს მედალი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა.
დღეს ვარშავაში მედლები ვაჟთა შორის -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში -78 და +78 კგ-ში გათამაშდა. სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ვალერი ლიპარტელიანმა (-100), რომელიც სანუგეშო ტურნირში დამარცხდა და
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქროს მედლები, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას მოუტანეს.
ევროპის ჩემპიონატი 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.
ნორმალური სიმაღლე სპორტსმენს უნდა და ეს მას არ აკლია, ნიჭიც უხვად აქვს; დანარჩენს გულმოდგინება და შრომა გადაწყვეტს