ვინ არის მორიგი უცხოელი ძიუდოისტი საქართველოს ნაკრებში [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრები მორიგი ნატურალიზებული უცხოელის მოლოდინშია - საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო იტალიელმა ლუჩილა ძაპამ, ვინც 28 მაისს ნაკრების შეკრებაზეც ჩამოვა.

იტალიელს თავად გამოუთქვამს ჩვენს ნაკრებში გამოსვლის სურვილი, ქართულ მხარეს კი ჩვენი მწვრთნელის - ბესო მუმლაძის მეშვეობით დაუკავშირდა. ის 48 კილოგრამის ძიუდოისტია, თუმცა უკვე 52-ში გადასვლას ფიქრობს, რადგან წონა მოემატა.

ოღონდ ეს საკითხი ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი და ჩვენები მას კვლავაც 48-ის ძიუდოისტად განიხილავენ.

მის შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან დიდი შედეგებით არ გამოირჩევა. ვიცით, რომ 25 წლისაა,
ცხოვრობს უდინეში და სწავლობს კოლეჯში, ადრე კი სლოვენიურ კლუბ "სელჯეში" გამოდიოდა.

"უკვე ოფიციალურად. ძალიან ამაყი ვარ. მადლობა რამდენიმე ადამიანს თანადგომისთვის, განსაკუთრებით იმათ, ვინც მეუბნებოდა, რომ ეს შეუძლებელია. ყველაფერს გავაკეთებ უმაღლეს დონეზე" - ეს ძაპას პირველი კომენტარია სოციალურ ქსელში, რომელიც ქართულად მთავრდება: დიდი მადლობა.
იხილეთ ლუჩილა ზაპას ფოტოები, რომელიც მისი სოციალური ქსელიდან ავარჩიეთ
Sportall.Ge

ნატურალიზებული უცხოელი ჩვენი ქალთა ნაკრებისთვის უცხო არაა - წინა ოლიმპიურ ციკლში ჰოლანდიიდან გადმოსული ესტერ სტამი (70) ჭიდაობდა და შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლიც მოგვიტანა, პარალელურად კი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლაც გაინაღდა - ორივე მაჩვენებლით ის საქართველოს პირველი წარმომადგენელი გახდა, ვინც კი ასეთ წარმატებებს მიაღწია.

სამწუხაროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხელის ტრავმის გამო ის დაანებებს თავს ჭიდაობას, თორემ კიდევ შეეძლო სარგებლის მოტანა.

ძაპას შემთხვევაში ქართული მხარის პოზიცია ასეთია: გადმოსვლაზე უარს არ ეუბნებიან, ოღონდ შედეგების გარეშე არ დააფინანსებენ. ეს იგივე მოდელია, რაც სტამის შემთხვევაში იყო.

ქართული მხარე იტალიელის გადმობირებით ფინანსურად არაფერს კარგავს, თუმცა, იქნებ არ იყოს ურიგო, თავადაც გამოიჩინონ ინიციატივა და შედარებით ანგარიშგასაწევი სპორტსმენი გადმოიბირონ.

ბუნებრივია, ძლიერს იოლად არავინ დაგითმობს, მაგრამ გამონაკლისები მოიძებნება. მაგალითად, სულაც არ გვგონია უტოპიური ვენესუელელი ელვისმარ როდრიგესის (70) გადმობირება - ვენესუელას რაღაც ფინანსური (რამდენადაც ჩვენ ვიცით) პრობლემები აქვს საერთაშორისო ფედერაციასთან, რის გამოც აკრძალული აქვს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა, თუმცა სპორტსმენები რომ არ დაზარალდნენ, საერთაშორისო ფედერაციის დროშით გამოსვლის უფლებას აძლევს.

სწორედ ამგვარად იჭიდავა წლეულს თბილისში როდრიგესმა და მეორეზეც გავიდა. ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე აქვს მედლები პრესტიჟულ შეჯიბრებებსა და პან-ამერიკის ჩემპიონატში. თუმცა ჩვენი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ნატურალიზაციის წინააღმდეგია და ადგილობრივთა გამოზრდას ამჯობინებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
რაჟა სარციმელია თუ ეჭიდავებოდა ნეტა?
ირაკლი ქუთაისელი
14:11 17-05-2017
0
წარმატებები საქართველოს ნაკრებს! წარმატებები ლუჩილას!
ვიზუალურად მართლა მაგარია!
gulshematkivari
11:26 17-05-2017
0

სიახლეები პოპულარული