ბიჭების ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ვაზაგაშვილისთვის ეს პირველი ოფიციალური საზღვარგარეთული შეჯიბრებაა, თუმცა შედარებით ახალდანიშნულს ჯერ ბევრი ტურნირი არც შიდა ასპარეზზე ჩაუტარებია. ამიტომ არც კონტიგენტს იცნობს კარგად. მით უფრო, ეს ისეთი ასაკია, სადაც თაობათა ცვლა ყველაზე საგრძნობია - აქ სულ ახალი, სრულიად უცნობი ფალავნები ჩნდებიან, რომლებსაც სპეციალისტები, ძიუდოს სამყარო პირველად სწორედ ამ შეჯიბრებებზე ეცნობა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ვაზაგაშვილის
დღეს „ლიმაკ ლიმრას სპორტის სასახლეში“ ბიჭებიდან 50, 55 და 60, გოგოებიდან კი 40, 44, 48 და 52 წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ, ხვალინდელი დღე კი ბიჭებიდან 66, 73, 81, 90 და +90-ის, გოგოებიდან კი 57, 63, 70 და +70-ის წონებს დაეთმობათ. ორგანიზატორებმა გოგოების 8 წონითი კატეგორია დღეების მიხედვით თანაბრად, 4 - 4-ად გადაანაწილეს, ბიჭებისა კი რატომღაც აურიეს - 8 წონითი კატეგორიიდან პირველ დღეს 3 იასპარეზებს. შედეგად, კვირა უფრო დატვირთული იქნება - 9 წონის ათლეტები გავლენ საასპარეზოდ.
შესაძლოა, მასპინძლები ასე იმიტომაც მოიქცნენ, რომ დღეს გახსნის ცერემონიალიც უნდა გაიმართოს.
დასასრულს, კიდევ ერთი ამბავი ძიუდოდან: გუშინ იაპონიის საელჩოში მივიდნენ ის ძიუდოისტები, რომლებიც ახლახან, იმ დამანგრეველი მიწისძვრისას „ამომავალი მზის ქვეყანაში“ იმყოფებოდნენ. მათთან ერთად იყვნენ ეროვნული ნაკრების წევრები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა. ამით სპორტსმენები იმ სამგლოვიარო პროცესს შეუერთდნენ, რომელმაც ამ დღეებში მთელი პლანეტა მოიცვა და თანაუგრძნობს იაპონელ ერს ამ მართლაც მსოფლიო კატასტროფის გამო. სამძიმრის გარდა, ფალავნებმა პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგეს - იაპონელ ძიუდოისტებს საქართველოში ჩამოსვლა და აქ ვარჯიში შესთავაზეს. ჩვენს ფედერაციას იქაურებთან გამორჩეულად მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს და ასეთი ნაბიჯი არცაა გასაკვირი. მით უფრო, ძიუდოს აკადემიაში იაპონური გრანტით გარემონტებული საქართველო-იაპონიის მეგობრობის დარბაზიც არსებობს.