ნაკრებს საბერძნეთში თან გაჰყვნენ მთავარი მწვრთნელი გიორგი გუგავა და მწვრთნელი გურამ მოდებაძე. ისინი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის არჩევენ კადრებს და რაც შეიძლება, მეტი მონაწილის გამოცდა სურთ. მუდანიაში ჩვენი ნაკრები შარშანაც გამოვიდა და დიდი წარმატებითაც იჭიდავა. იმედია, არც წლეულს შეირცხვენენ თავს.
დასასრულს, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ, რომელმაც დაასრულა შეკრება თურქეთში და ახლა დუშეთში გადის წვრთნებს. თურქეთში ნაკრების ფაქტობრივ ხელმძღვანელ პეტერ ზაიზენბახერს ძირითადად ეგრეთ წოდებული A გუნდი ჰყავდა წაყვანილი, დუშეთში კი გაფართოებული შემადგენლობაა. ამ ნაკრებსაც ავსტრიელი ევროპის პირველობისთვის ამზადებს, რომელიც 21-23 აპრილს სტამბოლში გაიმართება.
ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით, ლიდერები იქ არ იჭიდავებენ - მწვრთნელი მათ საგანგებო გრაფიკით ამზადებს აგვისტოში პარიზში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, თუმცა არაა გამორიცხული, 1-2 ევროპაზეც წაიყვანოს. ამას ზაიზენბახერი გზადაგზა გადაწყვიტავს, დასჭირდება თუ არა ვინმეს იქ ჭიდაობა.