პირველი მოწაფის თაოსნობით

AutoSharing Option
"ძიუდოს პაპად" წოდებული გამოჩენილი მწვრთნელი ბიძინა მაზიაშვილი (1928-2004), ორ ათეულ წელზე მეტი ედგა სათავეში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებ გუნდს. მის სახელთან დაკავშირებულია ქართველ ძიუდოისტთა თვალსაჩინო მიღწევები ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

ბიძინა მაზიაშვილის ერთ-ერთი პირველი მოწაფის და თანასოფლელის, ევროპის ჩემპიონის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივნის, ანზორ მარტყოფლიშვილის და დედოფლისწყაროს საკრებულოს (თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი) თაოსნობით დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში გაიმართა "ძიუდოს პაპის" - ბიძინა მაზიაშვილის პირველი მემორიალური ტურნირი 1995-1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ახალდაფუძნებულ შეჯიბრებაში ტატამზე გამოვიდნენ: საგარეჯოს, სიღნაღის, თბილისის ძიუდოს
აკადემიის (ორი გუნდით), დედოფლისწყაროს რაიონის სოფლების ქვემო და ზემო ქედის, არბოშიკის, არხილოსკალოს და ზემო მაჩხაანის ჭაბუკი ძიუდოისტები.

პირველი ტურნირის მთავარი მსაჯიც ანზორ მარტყოფლიშვილი იყო.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. ლაშა ბუნტური (არხილოსკალო), 2. შალვა ბუნტური (ზემო ქედი), 3. სანდრო ხუციანიძე (არხილოსკალო), 3. ანდრო აფთარაშვილი (საგარეჯო).
55 კგ. 1. გიორგი ზაქაიძე (არხილოსკალო), 2. ოთარ კაციაშვილი (საგარეჯო), 3. გიორგი ზარაფიშვილი (ზემო მაჩხაანი), 3. გიორგი ხუციანიძე (არხილოსკალო).
60 კგ. 1. ლევან მჭედლური (არხილოსკალო), 2. ილია ლეკიაშვილი (ზემო მაჩხაანი), 3. თომა მირზაშვილი (საგარეჯო), 3. ცოტნე წიკლაური (არხილოსკალო).
66 კგ. 1. ირაკლი თევდორაშვილი. 2. ლევან მეფარიძე, 3. გიორგი ობოლაშვილი (სამივე-საგარეჯო), 3. დიმა ნადირაშვილი (ზემო მაჩხაანი).
73 კგ. 1. დავით ნარიმანიძე (არხილოსკალო), 2. მიხეილ ჩიბუხაშვილი (არბოშიკი), 3. ნიკო ბაღიაური (ქვემო ქედი).
81 კგ. 1. გიორგი ქურდიანი, 2. ჯონი ჭითანავა, 3. მიხეილ ალოევანი (სამივე-თბილისის ძიუდოს აკადემია).
90 კგ. 1. ბექა ჯავახიშვილი, 2. ჯემალ დაბრუნდაშვილი, 3. გიორგი ჯამბურიძე (სამივე-თბილისის ძიუდოს აკადემია).

გაბრიელ ბარჯაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული