ცირეკიძე ინდივიდუალურად ივარჯიშებს

AutoSharing Option
ირაკლი ცირეკიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშებს, მსოფლიოს პირველობისთვის ცალკე, დამოუკიდებლად მოემზადება და თუ სათანადო ფორმაში იქნება, მონაწილეობასაც მიიღებს - ასეთია საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელ თავკაც პეტერ ზაიზენბახერის გადაწყვეტილება, რასაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაც ეთანხმება.

შესაბამისად, ცირეკიძე ვერც უახლოეს სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოვა და ვერც ნაკრების მოსამზადებელ შეკრებებში მიიღებს მონაწილეობას. ასეთ გადაწყვეტილებებამდე მხარეები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ცირეკიძესთან დაკავშირება მოახერხეს და ესაუბრნენ კიდეც.

ზაიზენბახერი ავტორიტეტებს არ სცნობს და დისციპლინის დაცვას ყველასგან ერთნაირად მოითხოვს. სწორედ ასეთი მიდგომით ხელმძღვანელობდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას -
სახლში წასვლა ყველას უნდა და მაგას რომ დავუთმო, მერე სხვებიც იგივეს მოითხოვენ, დისციპლინა დაირღვევაო. მწვრთნელი ერთ კომპრომისზე მაინც წავიდა - ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის დასჯა არ მოუთხოვია და შანსიც დაუტოვა.

ჯერჯერობით უცნობია, სად ან ვისი მეთვალყურეობით ივარჯიშებს ცირეკიძე, თუმცა ბოლომდე არც ისაა გარკვეული, ივარჯიშებს კი? ყოველ შემთხვევაში, ზაიზენბახერი დისციპლინის დამრღვევისადმი შეუვალი, თუმცა ერთი შეღავათი მაინც გაუწია - მისი დისკვალიფიკაცია არ მოუთხოვია და მსოფლიოზე გამოსვლის შანსი ისევ მისცა.

ამასობაში ზაიზენბახერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - საფუძვლიანად შეცვალა მსოფლიოს პირველობისთვის ნაკრების მოსამზადებელი გეგმა. თავდაპირველი გეგმით, ნაკრებს მთელი ივნისი სალიცენზიო ტურნირებში უნდა გაეტარებინა - მომავალი კვირიდან მოყოლებული, ზედიზედ უნდა ეჭიდავათ ბუქარესტში, ტალინში, რიო და ჟანეიროსა და სან პაულუში, მაგრამ ამათგან ბრაზილიური შეჯიბრებები უკვე ამოვარდა სიიდან. სავარაუდოდ, ასეთივე ბედი ეწევა ესტონურსაც და ჩვენები მხოლოდ ბუქარესტში გამოვლენ, იმ ტურნირების სანაცვლოდ კი ორ შეკრებას გაივლიან იაპონიაში. `ამომავალი მზის ქვეყანაში~ ჩვენები თვენახევარი დარჩებიან და ადგილობრივ აკადემიებში ივარჯიშებენ. ზაიზენბახერი იქ 14 შეგირდით აპირებს წასვლას, თუმცა მათი ვინაობა ჯერ არ დაუსახელებია.

მწვრთნელმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ ვინც ადრევე გამოვარდება, მერე ძალაუნებურად საწვრთნელი რიტმიდანაც ვარდება. თან ამ დროს არც ის ვიცი, აქ დატოვებული ლიდერები როგორ მუშაობენ, ეს ყველაფერი კი ისედაც არღვევს ჩემს სავარჯიშო გეგმასო, განუცხადებია ავსტრიელს.

ბუქარესტში ზაიზენბახერს ეს გუნდი მიჰყავს: ბეთქილ შუკვანი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ზვიად გოგოჭური (90), ზვიად ხანჯალიაშვილი (120). მწვრთნელმა ამჯერად 100 კილოში მონაწილის წაყვანა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცირეკიძეს პასუხისმგებლობის გრძნობა დაკარგა ოლიმპიადის შემდეგ,ესე ნაგლად მოქცევა არ შეეფერება დიდ სპორცმენებს რომლებიც პატარებისთვის მაგალითის მიმცემები არიან
elene
21:51 02-06-2011
0
ar vici ristvis moashores irakli 90kg-s imistvis rom jarji zviadaurs okros medlebi egrovebina saberdznetistvis ...irakli chven shentan vart
Michael
12:05 02-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული