15:50 13-06-2021
მარცხი ცხრა წამში და ბექაურის ტრავმა - ძიუდოისტებმა გუნდურში ვერ ივარგეს [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ მეტოქე, კუბის ნაკრებს 4-1 ვძლიეთ, მეოთხედფინალში კი საფრანგეთის ნაკრებთან დასანანად დავმარცხდით. ლაშა ბექაურმა, რომელიც +90 კგ-ში ჭიდაობდა, ტრავმა მიიღო და დამარცხდა. იმედია, ის მალე მომჯობინდება, რადგან ოლიმპიადაზე გამგზავრების კანდიდატია.
ფრანგებთან ეთერ ლიპარტელიანი მშვენიერი იყო, თავისი შეხვედრები მოიგეს ნუგზარ ტატალაშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა. ფრის (3:3) შემდეგ, კენჭისყრით გადაწყდა, რომ ერთამენთს 90 კგ წონით კატეგორიის მონაწილეები უნდა დაპირისპირებოდნენ. ავთანდილ ჭრიკიშვილი კი მეტოქესთან, რომელთანაც რამდენიმე წუთის წინ იპონით იმარჯვა, მხოლოდ 9 წამში დამარცხდა, რადგანაც შეხვედრა ოქროს ქულამდე გრძელდებოდა.
რეპეშაჟში საქართველოს ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა და საკმაოდ დიდი სხვაობით (1:4) დამარცხდა. ასე რომ , ინდივიდუალურ შეჯიბრებაში წარმატების შემდეგ, გუნდური პირველობა წარუმატებელი გამოდგა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ლაშას თუ აჭიდავებდნენ - ინდივიდუალში გაეშვათ (?!) და ზაალიშვილი ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ - რატომ ეძონება ხოლმე ტატამზე (?!), ასე ნებისმიერი სწრაფი მძიმე წონოსანი მოუგებს ... რატომ აღარ იზრდება ეს ბიჭი (?!)
1
0
საბედნიეროდ სერიოზული არაფერია, არც მოტეხილობაა არც ამოვარდნიობა, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ოლიმპიადაზე უკეესი შედეგით, წარმატებები ბიჭებო
8
0
იმედია ლაშა მალე გამოჯანმრთლდება და ფორმას არ დაკარგავს. გაუგებარია რატომ აჭიდავეს90+ში როცა მაგისი წონა არაა. წარმატებები და უკეტესის იმედით ოლიმპიადაზე
21
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული