საუკეთესო შედეგი ბოლო ათწლეულში

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ ჭაბუკ ძიუდოისტებს ძიუდოს ფედერაციის ხედლმძღვანელებთან და მწვრთნელებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვაღძელაშვილი შეხვდა და ბოლო ათწლეულის საუკეთესო წარმატება მიულოცა.

მალტის ქალაქ კოტონერაში საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებს 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად. გიორგი ვაზაგაშვილის გაწვრთნილი გუნდიდან ჩემპიონის ტიტული ვანო მამისაშვილმა (55 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (81) მოიპოვეს.

თამაზ კირაკოზაშვილი (60), შალვა ჩოჩელი (90) და გიორგი ლაზუაშვილი (+90) ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ, ლევან გუგავა (73) და გურამ თუშიშვილი
(90) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ჩემპიონატში 37 ქვეყნის 366 ძიუდოისტი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

11-14 აგვისტოს ჭაბუკ ძიუდოისტთა სეზონის უმთავრეს ტურნირს - მსოფლიოს ჩემპიონატს კიევი უმასპინძლებს.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი ვაზაგაშვილისა და ბიჭების თავდაუზოგავი შრომის,პატრიოტიზმისა და თავდადებულების წყალობიით ღირსეულად იასპარეზეს ქართველებმაა...ყოჩაღ ბიჭებოოო!! ყოჩაღ ვაზაგაშვილო!! ესე გააგრძელე!! ქართველი ერი თქვენით ვამაყობთ!!!
clever girl
20:12 05-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული