ჭიდაობა

ძიუდო

ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა

AutoSharing Option
29 აპრილიდან 1-ელ მაისამდე ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას 11 ქართველი ძიუდოისტიც მიიღებს - კაცებში - 9 და ქალებში 2 წარმომადგენელი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეროვნულ ნაკრებს ვარლამ ლიპარტელიანი დაუბრუნდა - კაპიტანმა წასვლის შესახებ განცხადება 2020 წლის ოლიმპპიადის შემდეგ გააკეთა.

ლაშა გუჯეჯიანი ევროპირველობაზე შემდეგ სპორტსმენებს დაეყრდნობა:

კაცები:

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი;

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი;

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი;

-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი;

-90 კგ: ლუკა მაისურაძე;

-
100 კგ:
ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე;

+ 100 კგ:
გურამ თუშიშვილი

ქალები:


-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი;

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

33 წლის ლიპარტელიანი ევროპის 3-გზის ჩემპიონია, 6-ჯერ კი ვიცე-ჩემპიონიც გახდა. ვარლამს ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული.

წყარო: ijf

altთუშიშვილის ოქრო, მაისურაძის ვერცხლი და საქართველოს ნაკრების პირველი ადგილი ანტალიის გრანდ სლემზე [VIDEO]

altგიორგი ტერაშვილმა ანტალიის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]

altვერცხლის მედალი ანტალიიდან - ჩხვიმიანი ფინალში დამარცხდა [VIDEO]