თუშიშვილის ოქრო, მაისურაძის ვერცხლი და საქართველოს ნაკრების პირველი ადგილი ანტალიის გრანდ სლემზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ანტალიის გრანდ სლემზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ოქროს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

თუშიშვილმა ფინალში უზბეკ ალიშერ იუსუპოვს იპონით სძლია. გურამი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ კი ფინალამდე ავსტრიელი დანიელ ალერსტორფერი, სლოვაკი მარიუს ფიცელი, კუბელი ენდი გრანდა და ფრანგი ჟოზეფ ტერე დაამარცხა.

მაისურაძე ფინალში კუბელ ივან ფელი სილვა მორალესთან დამატებით დროში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გუშინ გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ვერცხლის მედლები.

საქართველოს
ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საღოლ თუშა! ეგრე ლამაზად არცერთი არ ჭიდაობს!ბრავო
BOSS
22:49 03-04-2022
0
ეეეჰ...რა არიფულად წააგო მაისურაძემ... :((
mirosan
21:59 03-04-2022
1

სიახლეები პოპულარული