სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
კატარში მიმდინარე ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ზელიმ კოცოევთან (აზერბაიჯანი) დამარცხდა.

სულამანიძე პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ გონჩიგსურენ ბატხუიაგი (მონღოლეთი) და ზლატკო კუმრიჩი (ხორვატია) დაამარცხა, მეოთხედფინალი არმან ადამიანთან (რუსეთი) დათმო, რეპეშაჟში კი კაიელ რეიესს (კანადა) სძლია.

ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა ვარლამ ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), ერთი ვერცხლის (ლაშა ბექაური) და ერთი ბრინჯაოს (გიორგი სარდალიშვილი) მედალი აქვს მოპოვებული.

მკითხველის კომენტარები / 14 /
პირდაპირ მეტირება, რომ ასეთი ტალანტი ქართველი ბიჭები სუნთქვის პრობლემის გამო, იჩაგრებიან. ასე დაკარგა რამდენიმე ტიტული ბექა ღვინიაშვილმა და მის გზაზე დგას ილია სულამანიძეც. ხომ ნახეთ 3 წუთის შემდეგ ორივე წაგებულ შეხვედრაში ისე დაიღალა, შებოჭვის დროს საერთოდ არ განძრეულა. არადა რამდენი შეხვედრა ვიხილეთ ამ ჩემპიონატზე, ისეთი 7-9 წამში რომ გაექცნენ შებოჭვას სხვები. ილიას რუსი-სომეხი ადამინივით კოლოსალური ძალა არ აქვს, ამიტომ მისი კოზირი ტექნიკა და გამძლეობა უნდა იყოს, ტექნიკაში არა უშავს, მაგრამ გამძლეობაში კატასტროფა აქვს, რაც პირწმინდად მწვრთნელთა კოლექტივის ბრალია. ვფიქრობ ლიპომ კარიერა უნდა დაამთავროს და ილიას საოლიმპიადოდ მომზადება საოლიმპიადოდ მას უნდა ჩაბარდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
11:19 14-05-2023
0
Ილიამ ფანდურთან ვარჯიშს უნდა მოუკლოს და ძიუდოზე ვარჯიშს მოუმატოს.ცოტა ილეთების არსენალი მოუმატოს თორე ეს ფეხის გამოსმა მარტომედლებს ვერ მოუტანს.
Შეხედეთ ვინ იმარჯვებს:ტატო,ბექაური,ლუკა...მარჯვნიდან,მარცხნიდან,ბრუნი,ამოსმული ყველაფერს იდიალურად აკეთებენ და იმიტომაც იმარჯვებენ.
Იმ ნაყეურის დევნა ილიას არ გამოადგება თორე აგერა ვარ მე და აგერ არის გერმანია
ბაბუაწვერა
07:23 13-05-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული