გრიგალაშვილის ოქრო, მაისურაძის ბრინჯაო და საქართველოს ნაკრების პირველი ადგილი პარიზის გრანდ სლემზე [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 5 თებერვალს პარიზის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა გრანდ სლემის ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.

ტატომ ფინალისკენ მიმავალ გზაზე იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.

-90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩეხ დევიდ კლამერტს სძლია.

ლუკამ ლიბანელი
კარამნობ საგაიპოვი, ბელგიელი სამი ჩუჩი და თურქი მიჰაელ ზგანკი დაამარცხა, ნახევარფინალში კი მძიმე ბრძოლაში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემზე ჯამში 3 მედალი - 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა

altტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
ტატო ძალიან მაგარია მართლა გადაუარა დღეს ყველას და ვულოცავ და გილოცავთ ესეთი მოჭიდავე გვყავს ტრადიცია გრძელდება 81 კილოში, მაგრამ რამინდა ეხლა ვთქვა ჩვენს კომენტატორებს ვუსმენდი ფინალში, და რახდება საერთოდ მეტოქის შეურაცყოფა როდიდანაა ქართველის საქმე, ძაან დასცინეს თავისი ჭკუით გერმანელს, და არიყო კარგი მოსასმენი ნამდვილად დაიცავით ეთიკის ნორმები, ემოციების გამოხატვა შეურაცყოფის გარეშეც შეიძლება
Fani
06 თებერვალი 2023 00:09
2
ბრავო ტატო მაგარი ხარ, ფაქტიურად უძლიერესი ფალავანი! კიდევ რაც დარწმუნებული ვარ ყველას რომ მოგვწონს მაგარი კომენტატორები არიან, თან დღეს თანაწამყვანი ალექსი მაგარი კაცია!! თვითონაც ბლომად აქვს ნაჭიდავები და იუმორის მაგარი გრძნობაც აქვს, მაგარი ალალი ადამიანია და მის წაყვანილ შეხვედრას სხვა ხიბლი აქვს.
azri
05 თებერვალი 2023 22:50
1
ტატოსთანაც სცადეს მსაჯებმა,ფინალში დაჩაგვრა.გერმანელს აშკარაზე აშკარა ჩავარდნა აპატიეს,მაგრამ ხუთიოდე წამში,ტატომ პატარა ბიჭივით დააგდო იპონზე.ლუკას აშკარად ეტყობოდა,ნახევარფინალიდან გამოყოლილი დაღლილობა და იმედგაცრუება.თუმცა მაინც თავისი გააკეთა.სილქ უნივერსალზე ვუყურე,ფინალური ბლოკის ქართველთა ბრძოლებს და ვერც წამყვანებისაგან მოვისმინე,ლუკას მოხსნის მიზეზის ახსნა.ლიპარტელიანმა მთელი ბრძოლა აქტიურად ჩაატარა,სულ უტევდა,თუმცა გაფრთხილებები მეტოქეებისთვის მსაჯებს არც აქ ემეტებოდათ.არ დაღლილა,მაგრამ უკანასკნელ წამზე,მეტოქემ სცადა და ლიპო.პრაქტიკულად მუცელზე დაეცა.გამეორება ვერ ვნახე,მაგრამ მეეჭვება ვაზარი ყოფილიყო.ბექაურიც მაღალ ტემპში არა,მაგრამ სულ შეტევაზე მიდიოდა და მეტოქე თავს იცავდა,თუმცა აქაც მსაჯებმა იპასიურეს და ბოლოს მასაც გაეპარა გდება.ბერიაშვილმა ნიკიფოროვს ვერაფერი მოუხერხა.თუშიშვილი თავიდან საგრძნობლად სჯობდა მეტოქეს,თუმცა თანდათან ინიციატივა დაკარგა.ასევე იყო ინანეიშვილიც.თავიდან ორი შიდო მიაღებინა,მერე კი,თვითონ გაპასიურდა.პორტუგალიის შემდეგ,ეტყობა დასვენება ვერ მოასწრო.
ყველა მოჭიდავეს,ვინც დღეს წარმატებით თუ წარუმატებლად გამოვიდა,საქართველოს სახელის გაბრწყინებისათვის რაღაცა წვლილი აქვს გაღებული.ყველას აქვს მედლები მოპოვებული და საამისოდ მრავალჯერ თავისი წონა ოფლი დაღვრილი,მედლებზე გაცილებით მეტი ტრავმა მიღებული და ვინც მათ სპორტიდან წასვლას მოუწოდებთ,მაგ ვითომ საქართველოს პატრიოტებმა,კეთილი ინებეთ და ამ ბიჭების თუნდაც მეასედი მაინც გააკეთეთ,საქართველოს დროშის მაღლა აწევისათვის.უამრავ ქვეყანას,სანატრელი აქვს,ძიუდოს პირველ ათეულში სპორტსმენის მოხვედრა,თქვენ კი,მსოფლიოში სამეულის წევრებიც აღარ მოგწონთ?!უმადურები ანგრევენ ყოველგვარი სიკეთის ქმნის სურვილს და სამწუხაროდ,ძალიან მოგვიმრავლდნენ,ჩვენს ქვეყანაში.ამიტომაც ვართ,ჭაობში ჩაძირულები,რომ ავსა და კარგს,ერთნაირი ფასი დავადეთ და დამანგრეველი,მშენებელს ამუნათებს,უქნარა ხარო!
სოსო
05 თებერვალი 2023 22:42
3
შენ გაიხარე!!!!!
ასგო
05 თებერვალი 2023 21:48
0
სტაბილურად ბრწყინვალე!
დიდხანს,დიდხანს გეკაშკაშოს ტატამზე!
მერაბი
05 თებერვალი 2023 20:40
0
უჰ! შენ კი გენაცვალე ტატო! სულ გახარებული და გამარჯვებული გატაროს ღმერთმა ცხოვრების გზაზე!
ქართველი
05 თებერვალი 2023 20:33
0
ტატო, ოქროს საბადო ხარ
romani
05 თებერვალი 2023 20:25
0
დღეს ვფიქრობ მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტია ტატო.
ჯუჯი
05 თებერვალი 2023 20:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული