ჯიბილოს მემორიალური ტურნირი სხვა დროსაც გამართულა, მაგრამ მის მშობლიურ სოფელში ეს პირველად მოეწყო. თანაც ზღვის დონიდან ასეთ სიმაღლეზე, ღია სივრცეში, ძიუდოისტთა ტურნირი მსოფლიოში, ვფიქრობთ, არსად მოწყობილა.
შეჯიბრების ორგანიზატორი იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ლენტეხის გამგეობა და
მონაწილეობდნენ ლენტეხის, ქუთაისის, მესტიის, ტყიბულის, ცაგერის, გარდაბნის, თბილისის, მარნეულის, წყალტუბოს, ბორჯომის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, საგარეჯოს და კასპის 1995-1996 წლებში დაბადებული ჭაბუკები.
სტუმრად ჩამოვიდნენ სახელოვანი ფალავნები: დავით ხახალეიშვილი, ამირან ტოტიკაშვილი, გივი ონაშვილი, ანზორ მარტყოფლიშვილი, შენგელი ფიცხელაური, ოლეგ ზურაბიანი, კახა ქურასბედიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ვალერი კიბორძალიძე, დავით ბერძენიშვილი, ბერდია გუგავა, საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი ლიპარტელიანი, ცაგერისა და ლენტეხის მთავარი ეპისკოპოსი მეუფე სტეფანე, აბაშის რაიონის გამგებელი გურამ გუნავა, შეჯიბრებას ესწრებოდნენ ჯიბილო ნიჟარაძის ოჯახის წევრები.
მთავარი პრიზი - "ჯიბილოს თასი" გათამაშდა მძიმე წონით კატეგორიაში და იგი შმაგი ონიანმა (ლენტეხი) დაიმსახურა.
კვარცხლბეკი:
55 კგ. 1. ავთანდილ კილაძე (მარნეული), 2. ალეკო ქვრივიშვილი (კასპი), 3. ირაკლი ხვიბლიანი (თეთრი წყარო), 3. მირზა გუჯეჯიანი (კრწანისი).
60 კგ. 1. გოგა ლომთაძე, 2. პაპუნა ონიანი (ორივე-ქუთაისი), 3. ვალერი ახვლედიანი (მარნეული), 3. სიმონ ღვაჩლიანი (გარდაბანი).
66 კგ. 1. ბექა ფალიანი (მესტია), 2. კოტე გუჯეჯიანი (ბოლნისი), 3. ნუკრი თევდორაძე (ლენტეხი), 3. ზურაბ ჩადუნელი (ბორჯომი)
73 კგ. 1. ლერი დადვანი (ბოლნისი), 2. ნოდარ ბერიანი (ლენტეხი), 3. ლაშა ლიპარტელიანი (ქუთაისი), 3. გიორგი დარისპანაშვილი (საგარეჯო).
81 კგ. 1. ზაურ მამარდაშვილი (საგარეჯო), 2. ჯაბა ჩეჩელაშვილი (ქუთაისი), 3. სოსო ფურელიანი (ლენტეხი), 3. ირაკლი კვიციანი (გარდაბანი).
90 კგ. 1. გიორგი ჯიბლაძე (ქუთაისი), 2. ამირან ავალიანი (გარდაბანი).
+90 კგ. 1. შმაგი ონიანი (ლენტეხი), 2. ილია ნაცვლიშვილი (თბილისი), 3. რევაზ არსენიძე (ქუთაისი).
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"