გეზი სინგაპურისკენ აიღეს

AutoSharing Option
საქართველოს დელეგაცია სინგაპურში გაფრინდა, სადაც 14-26 აგვისტოს მსოფლიოს პირველ ახალგაზრდულ თამაშებში გამოვა.
მონაწილეთა შორის საქართველოდან იქნებიან მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - ირაკლი მოსიძე (63), გენო პეტრიაშვილი (100), ძიუდოისტები - ბექა ტუღუში (66) და სოფიო ბერიძე (63). სულ ჩვენს დელეგაციაში 14 კაცია, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელია გიორგი ესაკია. დელეგაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უთავკაცებს, რომელიც სეოკ-ის ხელმძღვანელობასთან ერთად სინგაპურში ხვალ გაფრინდება. დელეგაციაში ორი მწვრთნელია - `თავისუფალთა~ დამრიგებელი თამაზ ბენდიანიშვილი და ძიუდოისტების თავკაცი გიორგი თენაძე.

თამაშები ოფიციალურად
14 აგვისტოს გაისხნება, ჩვენი სპორტსმენებიდან კი პირველი მთვრალაშვილი იასპარეზებს - 16 აგვისტოს. 17-ში შეჯიბრებაში `თავისუფლად~ მოჭიდავეები ჩაერთვებიან, ძიუდოისტები - 21-ში. თუმცა მათ მოგვიანებით ისევ მოუწევთ ტატამზე გასვლა - 25-ში გუნდური პირველობა გაიმართება შერეული წყვილების პრინციპით. შეგახსენებთ, რომ თამაშებში კვოტები ძალზე მცირე რაოდენობით იყო დაშვებული - საჭიდაო სახეობებში ქვეყანაზე სულ ორ-ორი საგზური, ძიუდოისტებიდან კი ორიდან ერთი აუცილებლად გოგო უნდა ყოფილიყო. გუნდური პირველობაც ამიტომ იმართება შერეულ წყვილებში.

ამ შემადგენლობიდან მედლებს თუ ვინმესგან ველოდებით, ისევ საჭიდაო სახეობების წარმომადგენელთაგან. აქვე შეგახსენებთ, რომ ტუღუში შარშან ჭაბუკებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი გახდა, ოღონდ - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო მოსიძე რამდენიმე დღის წინ ასევე ჭაბუკთა შორის ევროპაში მესამე იყო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული