ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიომდე გორში ემზადება

AutoSharing Option
გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში შეკრებაზეა საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა გიორგი ვაზაგაშვილისა და გიორგი რევაზიშვილის ხელმძღვანელობით.

ევროპის პირველობაზე (მალტა, კოტონერა) და ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალზე (თურქეთი, ტრაბზონი) წარმატებული ასპარეზობის შემდეგ წინ მსოფლიოს პირველობაა, რომელიც 11-14 აგვისტოს კიევში გაიმართება.

ტრაბზონიდან სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნებულ გუნდს მწვრთნელები დიდად აღარ ტვირთავენ.

"ახლანდელ შეკრებაზე აქცენტი გადატანილი გვაქვს დასვენებაზე შესაბამისი დატვირთვით. მოახლოებული მსოფლიოს პირველობა ბოლო თვენახევარში ფაქტობრივად მესამე უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებაა და იოლი არა არის კონდიციების შენარჩუნება. ჩვენი ძიუდოისტები ამჟამად ნორმალურ ფორმაში არიან. იმედია, კიევში
ურიგოთ არ გამოვალთ. ბიჭებმა იციან, რომ მსოფლიოზე ტრადიციულად ძლიერ მეტოქეებთან მოუწევთ პაექრობა და არც ის გვავიწყდება, რომ ერთ-ერთი ფავორიტი რუსეთის გუნდი ჩვეულებრივსამებრ გადაზრდილებით გამოვა ტატამზე" - გვითხრა გიორგი ვაზაგაშვილმა.

მწვრთნელმა გუნდის ის შემადგენლობაც დაასახელა, რომელიც კიევში იასპარეზებს: ზვიად ხუბულური (50 კგ), გიორგი კაციაშვილი; გივი აფაქიძე, ვანო მამისაშვილი (სამივე - 55); თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი გუგულაშვილი (ორივე - 60); გიორგი მუზაშვილი, აპოლონ ზურაბიანი (ორივე - 66); ბექა დონღვანი, ლევან გუგავა (ორივე - 73); ბექა ღვინიაშვილი, ჯაბა კაპანაძე (ორივე - 81); შალვა ჩოჩელი, გურამ თუშიშვილი (ორივე - 90);
გიორგი ლაზუაშვილი, ზაზა ხუბულური (ორივე +90).

შეკრება 8 აგვისტოს დასრულდება, შემდეგ ერთ დღეს დაისვენებენ და კიევში გაემგზავრებიან.

ჭაბუკ ფალავნებს და მათ მწვრთნელებს ტრაბზონში მიღწეული წარმატება მიულოცა გურამ პაპიტაშვილმა. მან ბიჭებს ასე მიმართა: "თქვენ წარმატებებს რომ ვაკვირდები, თქვენივე მწვრთნელის გიორგი ვაზაგაშვილის ეფექტური და წარმატებული ჭიდაობა მახსენედება. ვისურვებდი, რომ უფრო მეტად დამსგავსებოდით მისი ჭიდაობის ბრწყინვალე სტილს. სასიხარულოა, რომ თქვენი გამარჯვებების აღსანიშნავად წლეულს, უცხოეთის არენებზე, რამდენჯერმე აღიმართა საქართველოს დროშა და აჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი. ამისთვის თქვენ და თქვენი აღმზრდელები ჩვენი ხალხის ალალ მადლობას იმსახურებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ადვილია ვინმეს გაკრიტიკებაა..ესეთები ვართ ქართველებიი,სხვისი წარმატება იმდენად გვწყინს,რომ ვეძებთ რაიმეს,თუნდაც უსაფუძვლოს,რომ გავაკრიტიკოთ ვინმე... ვაზაგაშვილი სწორად მოიქცა! ოლიმპიადაზეც მშვენიერი შედეგი ქონდა და მსოფლიოზეც ასევე იქნება! იმიტო,რო ძაან მაგარია და თავს არ ზოგავს,რათა მისმა გუნდმა წარმატებებს მიაღწიოს.გასკდით გულზე!!!
likuna
15:53 14-08-2011
0
უფრო მეტი პრინციპულობა რომ გამოეჩინა ვაზაგაშვილს და პირველი ნომრები ტრაპზონში არ წაეყვანა, მსოფლიოზე უფრო იმედიანად წავიდოდა.
mgeli
15:24 07-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული