ძიუდოისტები ჩინეთში წავიდნენ

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ჩინურ შენჩჟენში გაემგზავრა, სადაც 12-23 აგვისტომდე გასამართ მსოფლიოს უნივერსიადაში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენს გუნდს ივერი ჯიქარაული უხელმძღვანელებს, რომელმაც ჩინეთში ეს შემადგენლობა წაიყვანა:

პაატა მერებაშვილი (60), გიორგი შოშიაშვილი (66), ამბაკო ავალიანი (73), დავით კარბელაშვილი (81), ბეთქილ ნავერიანი (90), იოსებ მსხალაძე (100) და არჩილ საღინაძე (+100).

ამათგან ყველა საქართველოს უნივერსიადის ჩემპიონია ავალიანისა და მსხალაძის გარდა - პირველმა იქ ზედა წონაში იასპარეზა და მეორეზე გავიდა, მსხალაძეს კი უნივერსიადაზე საერთოდ არ უჭიდავია. ავალიანი ერთხანს ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის კანდიდატადაც
განიხილებოდა, მაგრამ მოულოდნელად იქაური სიიდან ამოიღეს და უნივერსიადაზე გაუშვეს, ოღონდ თავის ძველ წონას დაუბრუნეს.

ბოლო დღეებამდე გაურკვეველი იყო ლიდერის საკითხი თავად 81-შიც. თავიდან აქ ლევან წიკლაური განიხილებოდა (!), მაგრამ როცა ეროვნული ნაკრების კანდიდატი გიორგი ბაინდურაშვილი დაშავდა, მწვრთნელებმა ამათ შორის როქის გაკეთება განიზრახეს, მაგრამ ბაინდურაშვილის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა. დღეს ის მთავარ ნაკრებთან ერთად იტალიაში კი იმყოფება შეკრებაზე, მაგრამ ეს უფრო იმ გათვლაზეა აგებული, რომ ეგებ მსოფლიომდე დარჩენილ დროში მოასწროს სრულად გამოჯანმრთელება, ამასობაში კი წიკლაური ეროვნულ ნაკრებს შემორჩა, კარბელაშვილი - სტუდენტურს.

თავდაპირველი გეგმით, ჩვენი გუნდი ჩინეთში ორ დღეში უნდა გაფრენილიყო და არა - გუშინ, მაგრამ ისინი შეჯიბრებას 12-შივე იწყებენ და აკლიმატიზაციას ვერ ასწრებდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს დაგეგმილზე ადრე წასვლა, რასაც ხელმძღვანელობაც გაგებით მოეკიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ვინმემ დამიტოვეთ რა თუ შეძლებთ აქ განრიგი ვინ როდის ჭიდაობს... მაგრა გთხოვთ რა.... და სად შევძლებ ვუყურო?!
SpurS
00:01 14-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული