ახალგაზრდული ვერცხლი ბელგიიდან

AutoSharing Option
ბელგიურ ლომელში გუშინ დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატში წარმატებით გამოვიდა ქუთაისელი ლერი ჭელიძე (55) - ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩვენებურმა სომეხი სერიოჟა ალექსანიანი იპონით, გერმანელი მანუელ შაიბელი იუკოთი, ფრანგი სედრიკ რევოლი ვაზარით, ნახევარფინალში კი ბელგიელი ადრიან ქვერტინმონტი იუკოთი დაამარცხა. სამწუხაროდ, ფინალში თვითონ წააგო სომეხ გარიკ ჰარუთინიანთან.

ამავე წონაში წარუმატებლად გამოვიდა გიორგი მესაბლიშვილი - მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, 60-ში კი ორივე ჩვენებური - გიორგი კაცია და ვაჟა მარგველაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული