ბელგიის ქალაქ ლომელში მიმდინარე ევროპირველობის მეორე დღეს მედლები ვაჟთა სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ორში კვარცხლბეკზე ქართველიც ავიდა. 73 კილოგრამში მიხეილ ჩოხელმა (73 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მეტოქე დაამარცხა: უნგრელი მარტინ ვეგვარი, ჩეხი იაკუბ იეჩმინეკი, ჰოლანდიელი ხუნიორ დეგენი, სერბი ილია ციგანოვიჩი, ებრაელი ტარ ფლიკერი და სლოვენიელი ანდრაზ ჟერები.
მიხეილ ჩოხელი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, უკრაინის სახელით მოჭიდავე რუფატ მაგომედოვთან წაგებით. იქამდე სამი მოწინააღმდეგე
ჩემპიონატის დასკვნით დღეს - 18 სექტემბერს მედლები ვაჟთა 90, 100 და +100 და გოგონათა 78 და +78 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს სახელით გიორგი მერმანიშვილი, გიორგი ქავთარაძე (90 კგ), ელგუჯა ბიბილაშვილი, გიორგი ცნობილაძე (100 კგ), უშანგი კოკაური, ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ) იჭიდავებენ.
ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები ლომელი. ბელგია
17 სექტემბერი
ვაჟები
66 კგ
1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2 ანდრაზ სერეჟი (სლოვენია)
3 ანტონ ჩეტვერიკი (უკრაინა)
3 ენრიკო პარლატი (იტალია)
73 კგ
1 რუფატ მაგომედოვი (უკრაინა)
2 მაქს სტიუარტი (ბრიტანეთი)
3 მიხეილ ჩოხელი (საქართველო)
3 საგი მუკი (ისრაელი)
81 კგ
1 ჰასან ხანმურზაევი (რუსეთი)
2 მაქს მუენსტერბერგი (გერმანია)
3 ალბერტ კოსტოევი (რუსეთი)
3 კრიშტიან ტოთი (უნგრეთი)
msy.gov.ge