უმედლო დღე აბუ დაბიში

AutoSharing Option
აბუ დაბის "დიდ პრიზზე" დღეს ჩვენგან მხოლოდ ამირან ტატალაშვილი ჭიდაობდა, რადგან 81 კილოგრამში მონაწილე არ გვყავდა. ტატალაშვილმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და ამდენად, ტურნირის მეორე დღე უმედლოდ დავამთავრეთ.

ჩვენებური პირველ წრეში ავსტრიელ პეტერ შარინგერს ხვდებოდა და ორი იუკო აართვა. სამწუხაროდ, ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა - გერმანელ კრისტოფერ ვოლკთან ძალა აღარ ეყო და უშანსოდ დამარცხდა. გერმანელმა ვაზარიც მოიპოვა და ორჯერაც გააფრთხილებინა ჩვენებური - ვფქირობთ, ამხელა უპირატესობა ცხადად გვიჩვენებს შეხვედრის ხასიათს.

აბუ დაბის ტურნირი ხვალ დამთავრდება დარჩენილი სამი წონის ფალავანთა შეხვედრებით. იმ
სამიდან არც 100-ში გვეყოლება მონაწილე, თუმცა ტატამზე მაინც სამი ქართველი: ვალერი ლიპარტელიანი, ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი გავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული