გიორგი გუგავამ იქ არასრული და ევროპის პირველობისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად გადახალისებული გუნდი წაიყვანა: ლერი ჭელიძე და გიორგი მესაბლიშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა გიუნაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), მიხეილ ჩოხელი და ფრიდონ გიგანი (73), ბექა ღვინიაშვილი და შალვა ნინიძე (81), გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე (90), გურამ თუშიშვილი და დავით მერაბიშვილი (100), ლევან მატიაშვილი და უშანგი კოკაური (+100).
მათგან შავდათუაშვილი
გუნდს თან გაჰყვა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე, რომელიც მსაჯადაა მიწვეული.
კეიპტაუნში გოგოებში მონაწილე არ გვეყოლება, რადგან ამ ასაკში რეალური კანდიდატები არ გვყავს. ტურნირის წილისყრა 2 ნოემბერს გაიმართება და გავიგებთ ჩვენებურთა მეტოქეებს. ჩემპიონატის განრიგი ასეთია - 3 ნოემბერს ბიჭებში 55-60 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, 4-ში - 66-73, 5-ში - 81-90-ის, 6 ნოემბერს კი ტურნირს 100 და მძიმე წონების ახალგაზრდები დაამთავრებენ.
დასასრულს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობას შარშანაც აფრიკამ უმასპინძლა, ოღონდ - მაროკომ, ჩვენებმა კი თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს. მაშინ პლანეტის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა, ზებედა რეხვიაშვილი (73) კი მესამეზე გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"