ამირან პაპინაშვილის ჰოლანდიური ვერცხლი

AutoSharing Option
ამსტერდამში მიმდინარე გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პაპინაშვილმა ფინალამდე ყველა მოწინააღმდეგე სუფთად დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი მონღოლ ტუმურხელუგ დავაარდორს ვაზარით და იოკოთი უგებდა, თუმცა მეტოქეს ბოლო წუთში ორი ვაზარი დაუთმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

66 კლოგრამში ორი რაუნდი გაიარა ლაშა შავდათუაშვილმა. 73 კილოგრამში მეხუთე ადგილზე გავიდა ნუგზარ ტატალაშვილი, ხოლო ამავე წონაში ერთი მეტოქის დამარცხება შეძლო თენგიზ პაპოშვილმა.

ამსტერდამის გრან პრი 20 ნოემბერს მთავრდება. ამ დღეს დანარჩენი ოთხი წონა ჭიდაობს და ქართულ გუნდს
ოთხივეში ჰყავს წარმომადგენელი - 81 კილოგრამში ავთანგილ ჭრიკიშვილი, 90-ში ვარლამ ლიპარტელიანი, 100-ში ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო მძიმე წონაში ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული