ახმეტელი ბიჭების უმეტესობისთვის ეს პირველი სერიოზული ტურნირია. წარმატებები ვუსურვოთ ნორჩ ფალავნებს მომავალ შეჯიბრებებში.
11:56 25-08-2010
ახმეტამ ლატვიაში საქართველო ასახელა
AutoSharing Option
ჭაბუკმა ძიუდოისტებმა სეზონის ოფიციალური ნაწილი მოილიეს და ახლა საგაისო სტარტებისთვის მოსამზადებლად თუ საშეჯიბრო პრაქტიკის მისაღებად საერთაშორისო ტურნირებშიღა თუ გამოვლენ. ამ დღეებში სწორედ ასე მოიქცნენ ახმეტელი ჭაბუკები, რომლებმაც ლატვიურ ლიეპაიაში იჭიდავეს. ეს ტურნირი ამ ქალაქში კი ჩატარდა, მაგრამ ქვეყნის დედაქალაქ რიგის სახელს ატარებდა და საერთაშორისო კალენდარში შეტანილია როგორც რიგის ღია პირველობა. ახმეტელებმაც იმ კალენდრიდან გაიგეს მის შესახებ და მწვრთნელების - ზეზვა შათირიშვილისა და გიორგი ნადირაძის თავკაცობით ექვსკაციანი გუნდით ესტუმრნენ ლიეპაიას. ამ საქმეში ლომის წილი ახმეტის გამგეობისაა, რომელმაც მთლიანად დააფინანსა მათი ლატვიაში
გამგზავრება, თორემ საქართველოში ფული ჭაბუკთა ნაკრებსაც ძლივს გამოუძებნეს, არათუ ასეთ შეჯიბრებაზე გაეშვათ ვინმე. კეთილისმყოფელთ იმედები არც მოზარდებმა გაუცრუეს და სამშობლოში უკლებლივ ყველა მედლით დაბრუნდა. აქედან ხუთი ოქროა და ერთიც - ვერცხლი, თუმცა ისიც ქართულ ფინალში მოპოვებული. ტურნირში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნისა და რუსეთის 400-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა. ამის მიუხედავად, ყველაზე მცირერიცხოვანმა საქართველოს გუნდმა მათ ტოლი არაფერში დაუდო. პირიქით - აჯობა კიდეც. ჩემპიონები ივანე ჭიკაიძე (35), ლევან დარძული (55), ზვიად მრელაშვილი (60), ივანე ჩურჩხელაშვილი (66) და დავით მურთაზაშვილი (+66) გახდნენ. ქართული ფინალიც მძიმე წონაში გაიმართა, სადაც მურთაზაშვილმა მიხეილ ახალაური დაამარცხა.
ახმეტელი ბიჭების უმეტესობისთვის ეს პირველი სერიოზული ტურნირია. წარმატებები ვუსურვოთ ნორჩ ფალავნებს მომავალ შეჯიბრებებში.
ახმეტელი ბიჭების უმეტესობისთვის ეს პირველი სერიოზული ტურნირია. წარმატებები ვუსურვოთ ნორჩ ფალავნებს მომავალ შეჯიბრებებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული