ძიუდო. კახეთი კიმონოს ისწორებს

AutoSharing Option
კახეთის რეგიონალურ პირველობას ძიუდოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკთა შორის (1993-1995; 1996-1997 წლებში დაბადებულები) საგარეჯომ უმასპინძლა. ძიუდოს ცენტრალურ სპორტულ დარბაზში თავი მოიყარეს ყვარლის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის და თვით ტურნირის მასპინძელი რაიონის წარმომადგენლებმა.

შეჯიბრებამ ცხადჰყო, რომ რეგიონში ძიუდო აღმავლობის გზაზეა, მოდის ღირსეული ცვლა, ნიჭიერი თაობა, რომელიც უახლოეს ხანში უთუოდ იტყვის დიდ სპორტში თავის სიტყვას.

გამარჯვებულები და პრიზიორები
1996-1997 წლებში დაბადებულები
50კგ. 1. ირაკლი კუპატაძე (საგარეჯო) 2. გიორგი ხუციშვილი (დედოფლისწყარო) 3. ნიკო ჭიკაიძე (ახმეტა), ზაზა ბუქური (დედოფლისწყარო).
55კგ. 1. ოთარ კაციაშვილი (საგარეჯო),
2. ბექა ნათათრალაშვილი (დედოფლისწყარო), 3. ვახტანგი უსტიაშვილი (საგარეჯო), ვასილ მათიაშვილი (საგარეჯო).
60კგ. 1. კობა მჭედლიშვილი, 2. ზაქრო წიკლაური (ორივე - საგარეჯო), 3. გიორგი ზაქაიძე, ბაჩო ჭიკაიძე (ორივე - დედოფლისწყარო).
66კგ. 1. სიმონ მამარდაშვილი (საგარეჯო), 2. შალვა ლეკიშვილი (დედოფლისწყარო), 3. გიორგი გულიაშვილი, აივაზაშვილი ნოდარი (ორივე - ყვარელი).
73კგ. 1. ვანო ჩურჩხელაშვილი (ახმეტა), 2. თამაზ კირაკოზაშვილი (საგარეჯო). 3. ამირან ბაღსოლიანი, სხირტლაძე გიორგი (ორივე - თელავი).
81კგ. 1. ჯაბა მუმლაძე (ახმეტა). 2. ნიკა მოველიძე (საგარეჯო). 3. გიორგი ლეგაშვილი (თელავი), დიმიტრი ნადირაშვილი (დედოფლისწყარო).
90კგ. 1. დავითი რამაზაშვილი, 2. ახალაური მიხეილი (ორივე - ახმეტა). 3. ლაშა ტაბატაძე (ლაგოდეხი).
+90კგ. 1. დავით რაზმაძე (თელავი). 2. გურამი ქაისმენაშვილი (ახმეტა), 3. გურამ დათელიშვილი (თელავი).

1993-1995 წლებში დაბადებულები
55კგ. 1. გიორგი გრატიაშვილი, 2. გიორგი კუპატაძე (ორივე - საგარეჯო). 3. მამუკა ხოხობაშვილი (ახმეტა), შალვა ბუნტური (დედოფლისწყარო).
60კგ. 1. ზაზა როსტომაშვილი (საგარეჯო), 2. ბაჩო ჭიკაიძე (დედოფლისწყარო). 3. ვლადიმერ ჯიმშიტაშვილი (თელავი), ვანო მამისაშვილი (საგარეჯო).
66კგ. 1. დავით ჭიკაიძე (ახმეტა). 2. იოსებ უძილაური (ახმეტა). 3. ლადო წითელაური (ახმეტა), ჯუმბერ ჩიხიაშვილი (ყვარელი).
73კგ. 1. თამაზ კირაკოზაშვილი (საგარეჯო). 2. დავით შათირიშვილი (ახმეტა). 3. ლევან მეფარიძე (საგარეჯო), ვანო როსტიაშვილი (საგარეჯო).
81კგ. 1. ლაშა დავითაშვილი ( ახმეტა). 2. ავთანდილ გონჯილაშვილი (ახმეტა). 3. ნიკა სიმონიშვილი (ახმეტა), ზაურ მამარდაშვილი (საგარეჯო).
90კგ. 1. ილია ოტიაშვილი (ახმეტა). 2. მამუკა ჯამასპიშვილი (თელავი), 3. ბადრი ლაცაბიძე (ყვარელი), დავით ბურდული (თელავი).
100კგ. 1. დავით კარაკლიდისი (თელავი).
+100კგ. 1. მერაბ უთალიშვილი (თელავი).

თემური კურდღელაშვილი - საგარეჯოს სასპორტო სკოლის დირექტორი:
"ასეთი რანგის პირველობებში ვლინდებიან პერსპექტიული მოჭიდავეები, ამასთან რეგიონში მომუშავე მწვრთნელების მიერ გაწეული შრომის ერთგვარი შეჯამებაა. შეჯიბრებამ ეს ორივე მხარე დადებითად წარმოაჩინა. აღსანიშნავია საგარეჯოელი თამაზ კირაკოზაშვილის (73 კგ) შთამბეჭდავი ჭიდაობა, რომელმაც თანატოლებში მეორე, უფროსებში კი (1993-1995 წწ) პირველი ადგილი დაიკავა. კარგი შთაბეჭდილება დატოვა ახმეტელმა ვანო ჩურჩხელაშვილმა (73 კგ). თავი გამოიჩინეს აგრეთვე მისმა თანაგუნდელებმა დავით ჭიკაიძემ, გია ოტიაშვილმა, დავით შათირიშვილმა, ჯაბა მუმლაძემ; დედოფლისწყაროელმა ბაჩო ჭიკაიძემ; საგარეჯოელებმა სიმონ მამარდაშვილმა, ძმებმა ირაკლი და გიორგი კუპატაძეებმა, ლევან მეფარიძემ, ზაზა როსტომაშვილმა, ნიკა მოველიძემ და სხვებმა.

რაც შეეხება მწვრთნელებს, ისინი ნაყოფიერად მუშაობენ, რაც ამ შეჯიბრებამაც დაადასტურა. ამავე დღეს ჩატარდა კახეთის ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.

თენგიზ კობიაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული