ქართლის ღია პირველობა ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის

AutoSharing Option
გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზმა შიდა ქართლის ღია პირველობას უმასპინძლა ჭაბუკ (1998-2000 წწ) ძიუდოისტთა შორის.

შეჯიბრება ცნობილი სპეციალისტის გივი ზაუტაშვილის დაბადებიდან 74 წელს მიეძღვნა. მისი სახელობის ტურნირი ტრადიციულია და ათ წელზე მეტია ტარდება.

ასპარეზობა ორგანიზებული იყო შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის (პრეზიდენტი ბორის გოგიჩაიშვილი), ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის (დირექტორი ანზორ თენაძე) და იუბილარის მეგობრისა და თანამოაზრის გურამ პაპიტაშვილის მიერ. "მადლიერი ვარ ორგანიზატორების, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩემ დაბადების დღესთან დაკავშირებით ასეთ ძვირფას საჩუქარს მიძღვნიან.

რამდენჯერმე საერთაშორისო სტატუსითაც ჩატარდა - ამიერკავკასიის გუნდებიც
მონაწილეობდნენ. ასპარეზობა წლეულსაც კარგი გამოვიდა.

კონკურენციის დონეც მოსაწონი იყო და ამიტომ გუნდურ ჩათვლაში თითქმის თანაბრად გადანაწილდა ადგილები" - გვითხრა გივი ზაუტაშვილმა. მანვე გადასცა გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები.

გაგაცნობთ გამარჯვებულებს:
27 კგ. გიორგი ლურსმანაშვილი (ქარელი);
30 კგ. არმაზ არჩუაძე (გორი);
34 კგ. ნოდარ გელაშვილი (ხაშური);
38 კგ. ზურაბ კახნიაშვილი (გორი);
42 კგ. ვაჟა მარჯანიძე (ქარელი);
46 კგ. რობიზონ ბეგლარიშვილი (გორი);
50 კგ. თორნიკე გრიგალაშვილი (ხაშური);
55 კგ. ლუკა მაისურაძე (ხაშური);
60 კგ. ოთარ გოგიძე (გორი);
+60 კგ. ნიკა სიდამონიძე (ქარელი);

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული