ოლიმპიური ჩემპიონი ტატამამდე ვერ მიიყვანეს!

AutoSharing Option

დღეს, დილით ტოკიოში დაიწყო ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი. სხვებთან ერთად ბრძოლაში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეც ჩაება. მან პირველი ორი ორთაბრძოლა მოიგო კიდეც, მაგრამ შემდეგ საოცრება მოხდა... ცირეკიძემ შეხვედრაზე დააგვიანა! (ამბობენ, დარბაზში დროულად ვერ მოძებნესო), რის გამოც ჩვენებური მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.

ცირეკიძე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჭიდაობდა, მან ჯერ უკრაინელ არტიომ ბლოშენკოს მოუგო, შემდეგ უზბეკ რამზიდინ საიდოვს. მისი მორიგი მეტოქე ორეიდის დესპანიე იყო (რომელმაც ბოლოს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა)...

გახსოვთ, ალბათ, 1996 წლის ოლიმპიური თამაშები, როცა ოქროს მედლის რეალურმა კანდიდატმა ძიუდოისტმა დავით

ხახალეიშვილმა აწონვაზე დააგვიანა.

იმედია, უახლოეს საათებში გაირკვევა რა მოხდა სინამდვილეში ტოკიოში!

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხალხნო ეგ არის სუფთა სპორტული პოლიტიკა ირაკლის ფული არ უკვირს დამიჯერეთ,ირაკლის ეგ მოუწყვეს გამიგია სპორცმენებს როგორ კეტავენ ტუალეტებში რომ დააგვიანოს,დამნაშავე უნდა დაისაჯოს
irma
17:45 10-09-2010
0
ხელმძღვანელობის ბრალია რა თქმა უნდა და არა სპორტსმენის..........
XaTuNa
14:45 10-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული