ასუმბანიც რეპეშაჟში გააჩერეს

AutoSharing Option

ტოკიოში ქართველთა უიღბლობა დღესაც გაგრძელდა - მედალთან ყველაზე ახლოს 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ასუმბანი იყო, რომელიც სამი ორთაბრძოლის მოგების შემდეგ რუს ბესლან მუდრანოვთან დამარცხდა. დავითი რეპეშაჟში გადაერთო და ვერც იქ მიაღწია სასურველ შედეგს - იტალიელმა ელიო ვერდემ იპონზე დააგდო. ამავე წონაში კარგად დაიწყო ამირან პაპინაშვილმა, სამი ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ ვერაფერს გახდა უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიასთან.

66 კგ. წონით კატეგორიაში მოსაყოლიც არაფერია: მინდია ხომიზურმა პირველივე ორთაბრძოლა წააგო, შალვა ქარდავამ - მეორე. ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიღა დარჩა გასამართი
ბრძოლები, სადაც მსხალაძე, გუჯეჯიანი, ჟორჟოლიანი და ოქრუაშვილი გამოვლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული