თავიდანვე გეტყვით, რომ შემადგენლობაში ვერ მოხვდა ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი არჩილ შინჯიკაშვილი (90). მან ბოლო შესარჩევ ტურნირზე - პრაღის ახალგაზრდულ
მთავარ მწვრთნელს ნაკრების მონაწილე კიდევ ერთ წონაში - მძიმეში უნდა გაეკეთებინა. თუმცა თუ პირველ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება კონკურენტთა სიძლიერის გამო გაუჭირდა, ამ წონაში პირიქით იყო - ვერც ერთმა კანდიდატმა დამაკმაყოფილებელი ჭიდაობა ვერ აჩვენა. ამას ისიც დაემატა, რომ ერთმა კონკურენტმა, ჭაბუკ სამბისტთა შორის ევროპის ჩემპიონმა სლავა რეზესიძემ სწორედ სამბისტთა ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა. ლიპარტელიანმა აქაც თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონ უშანგი კოკაურს ქვეყნის მესამე პრიზიორი ლევან მატიაშვილი ამჯობინა. მიზეზი აქაც იგივეა - ამ კონკრეტულ მომენტში ის უკეთ იყო მომზადებული, თორემ საკონტროლო შეხვედრა არც მასა და კოკაურს შორის გამართულა.
ამ ნაკრებში მოხვედრა ყველაზე ადრე ნარიმანიძემ გაინაღდა - მწვრთნელმა მისი კანდიდატურა საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ გამართულ პირველივე შეკრებაზე უკონკურენციოდ მიიჩნია, დანარჩენებს კი გუნდში მოსახვედრად საბერძნეთის, ბაქოსა და პრაღის ტურნირებში მოუწიათ წარმატებით ბრძოლა. როგორც გითხარით, მთავარი შესარჩევი შეჯიბრება ჩეხური შეჯიბრება გამოდგა, სადაც შავდათუაშვილი, აფრასიძე და ჭრიკიშვილი ჩემპიონები გახდნენ, კაიდარაშვილი და ლაგაზაური მეორეზე გავიდნენ, ბრინჯაოს კი ნოზაძე დაეუფლა. კაიდარაშვილის, ლაგაზაურისა და ჭრიკიშვილის გარდა, დანარჩენი სამეულის შედეგები სპეციალისტებისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა და აკი ყველაფერი თავდაყირა დააყენა კიდეც. ალბათ, ყველაზე მოულოდნელი მაინც ნოზაძის წარმატება იყო, რომელმაც უშუალო კონკურენტი დაამარცხა. არანაკლებ სასიამოვნო იყო შავდათუაშვილის გამარჯვებაც. ის საქაღთველოს ჩემპიონატზე მესამეზე გავიდა და ვერ მოხვდა იმ ორკაციან კვოტაში, რომელსაც ფედერაცია საერთაშორისო ტურნირებში სამონაწილეოდ აფინანსებდა. პრაღაში ის საკუთარი ხარჯით წავიდა და სიურპრიზიც შემოგვთავაზა. ასევე დიდი მოულოდნელობა იყო აფრასიძის კარგი ჭიდაობაც. მახსოვს, პრაღიდან დაბრუნებული მწვრთნელები გაკვირვებით ლაპარაკობდნენ მის ჩინებულ გამოსვლაზე, რომელმაც თურმე უცხოელებიც გააკვირვა და აქა-იქ ჩვენებურს მოქალაქეობის შეცვლაზეც ჩამოუგდეს სიტყვა... აქამდე სად მალავდით ამ ბიჭსო, უთქვამთ ევროპელებს. არადა, ჩვენი მწვრფთნელების თქმით, ის შინაურ ასპარეზზე ზებედა რეხვიაშვილთანაც აგებს და ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა ზურაბიანიც. ამის დასტურად საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მისი წაგებაც გამოდგება ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონ რეხვიაშვილთან - აფრასიძე პირწმინდად დამარცხდა, მეტოქემ ის უზადო იპონზე დააგდო, მაგრამ აფრასიძის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთ განსაკუთრებით კარგად ჭიდაობს. მისი მაგალითი თვალნათელი დადასტურებაა იმისი, რომ ერთი ტურნირით არ უნდა განისაზღვროს ნაკრების კანდიდატის საკითხი და ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი შანსი უნდა მიეცეთ შესაძლებლობების გამოსავლენად - კაცმა არ იცის, ვინ როდის იფეთქებს და როდის დაიწყებს შედეგების გაკეთებას.
ჩვენმა ნაკრებმა ბოლო შეკრება დუშეთში გაიარა და სოფიაში ამ დილით გაფრინდა. ევროპის ჩემპიონატში გამოვა ჩვენი გოგონათა ნაკრებიც, ოღონდ არასრული გუნდით, მხოლოდ ხუთი მონაწილით. გია თენაძის გადაწყვეტილებით, სოფიაში დარინა აბულაძე (48), ნონა მერაბიშვილი (52), შორენა შარაძე (63), თეა სუხიტაშვილი (70) და თამარ ლომიძე (+78) იჭიდავებენ. ამ ნაკრებმა ბოლოსწინა შეკრება გორში გაიარა, სადაც მათთან ერთად თურქეთის ნაკრებიც ემზადებოდა. მერე ჩვენები მათ გაჰყვნენ თურქეთში ასევე ერთობლი ვარჯიშებზე და იქიდანვე გადავლენ ბულგარეთში, ვაჟთა გუნდი კი ამ დილით გაფრინდა.
ევროპის ჩემპიონატი 17-19 სექტემბერს ჩატარდება. პირველ დღეს გოგოებიდან 44,48 და 52, ვაჟებიდან კი 55, 60 და 66-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. 18-ში ტატამზე 57, 63 და 70-კილოგრამიანი გოგოები და 73-81-იანი ვაჟები გავლენ, ბოლო დღეს კი დარჩენილი წონების წარმომადგენლები იასპარეზებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან ერევანში გამართულ ანალოგიურ პირველობაზე ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი პაატა მერებაშვილი (60) გახდა, მესამეზე კი ჭრიკიშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (73) გავიდნენ.
ლელო