გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა მორიგ ასპარეზობას უმასპინძლა

AutoSharing Option
80-იანი წლებიდან იღებს სათავეს ცნობილი ფალავნის, დურმიშხან ბერუაშვილის ხსოვნის ტრადიციული ტურნირი ძიუდოში.

მორიგ ასპარეზობას გორში ამ დღეებში გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა უმასპინძლა, 1997-98 წწ დაბადებულ სპორტსმენთა მონაწილეობით.

ძირითადად, შიდა ქართლისა და თბილისის ძიუდოს სკოლების წარმომადგენლები ვიხილეთ ტატამზე. პირველობა მოიპოვეს გორელებმა - თემურ ნოზაძემ (42 კგ), რობინზონ ბეგლარიშვილმა (46), ვანო მახათაძემ (55) და ირაკლი გოგატიშვილმა (60 კგ); ქარელელებმა - შალვა გაგლოევმა (50) და ნიკა სიდამონიძემ (73); თბილისელებიდან - დიმიტრი ცაბაძემ (66). გუნდური პირველობა მასპინძლებს ხვდათ წილად.

ტურნირი ჭიდაობის კომპლექსური სპორტული
სკოლის მიერ იყო ორგანიზებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული