25 აპრილს წილისყრაც გაიმართა, რაშიც ჩვენს მთავარ იმედ ლაშა შავდათუაშვილს ნამდვილად არ გაუმართლა - პირველივე წრეში სომეხთა ევროპის ჩემპიონსა და პრიზიორ არმენ ნაზარიანს ხვდება. ამავე ჯგუფშია სალიცენზიო რეიტინგის მეორე ნომერი, რუსი ევროპის პრიზიორი ალიმ გადანოვიც.
ტატალაშვილს პირველივე მეტოქედ 2009 წელს თბილისში ევროპის პირველობაზე გაჩემპიონებული უკრაინელი ვოლოდიმირ სოროკა ერგო. ზებედა რეხვიაშვილი (73) სტარტზე შვეიცარიელ დავიდ პაპოს შეერკინება. თუ მოუგებს, ჰოლანდიელ
60-ში ბეთქილ შუკვანი ტურნირს რუსთა სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძესთან შეხვედრით დაიწყებს. ამირან პაპინაშვილი სლოვენიელ მატიას ტრბოვიჩს დაუპირისპირდება.
81-ში ასეთი წილისყრა გვერგო - ავთანდილ ჭრიკიშვილი სტარტზე ბელარუს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალექსანდრ სტიაშენკას გაუწევს მეტოქეობას, ლევან წიკლაური - ლასლო ჩოკნიაის. ვალერი ლიპარტელიანს (90) პირველ მეტოქედ ესპანელი ევროპის ჩემპიონი დავიდ ალარზა ერგო. მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) მეორე წრეშია, სადაც სომეხ იაკობ არაქელიანსა და ლატვიელ იევგენიუს ბოროდავკოს შორის მოგებულს ელოდება.
მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილი ასევე მეორე წრეში იჭიდავებს რუმინელ გეორგე ვლადუტ სიმიონესკუსთან, ზვიად ხანჯალიაშვილი კი ავსტრიელ დანიელ ალერსტოფერს ხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"