ამის შესახებ ხაბულიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გადადგომის მიზეზი ძიუდოს ფედერაციაში არსებული არაჯანსაღი მდგომარეობა გახდა.
როგორც ხაბულიანმა აღნიშნა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2 თვის წინ მიიღო.
"2 თვის წინ შეგნებულად გავედი შვებულებაში და ამის მიზეზი ძიუდოს ფედერაციაში არსებული არაჯანსაღი მდგომარეობა გახდა. მე უფლებამოსილება და კაბინეტი ვიცე-პრეზიდენტს გადავაბარე და შვებულებაში გავედი. ჩემი გადადგომა ტოკიოში მომხდარ ინციდენტს არ უკავშირდება. გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბევრად უფრო ადრე მივიღე", - აღნიშნა ხაბულიანმა.
მისივე თქმით, მთელი
დილარ ხაბულიანის გადადგომას ტოკიოში მომხდარ ინციდენტს არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი უკავშირებს. როგორც ლადო ვარძელაშვილმა აღნიშნა, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ დილარ ხაბულიანმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ გააფრთხილა.
"დღევანდელ შეხვედრაზე დილარ ხაბულიანმა განაცხადა, რომ იგი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ დაბრუნდებოდა. ეს მისი გადაწყვეტილებაა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელისა და მწვრთნელთა კორპუსის გადაყენება ტოკიოში მომხდარ შემთხვევას მართლაც უკავშირდება, თუმცა დილარ ხაბულიანის გადადგომას ამ ინციდენტთან საერთო არაფერი აქვს", - განაცხადა ვარძელაშვილმა.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა თანამდებობა 18 სექტემბერს დატოვა. მიზეზი ტოკიოში მომხდარი ინციდენტი გახდა, რომლის დროსაც, საქართველოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მსოფლიო ჩემპიონატს შეხვედრაზე დაგვიანების გამო გამოეთიშა.
ამასთან, ხაბულიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას 18 სექტემბერს გამართულ ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე შოთა ხაბარელი ითხოვდა.
IPN
სვანეთის სირცხვილი!!!!!
რამდენ მთავრობას ემსახურება!!!!
უწიგნურია და უნამუსო!!!
ამდენ ხანს იყო გასაგდები!!!