მისი თქმით, ლადო ვარძელაშვილი დაემუქრა, რომ შეუწყვეტდა ხელფასს, თუ "ქართულ ოცნებას" არ დატოვებდა.
ამბაკო ავალიანის განცხადებით, 3 ივნისს მოტყუებით წაიყვანეს ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად, რომლის დროსაც მინისტრის მხრიდან იყო მუქარანარევი სიტყვები.
მისი თქმით, ლადო ვარძელაშვილს იპოდრომთან მდებარე გიორგი უდესიანის ოფისში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა თავად უდესიანიც.
ავალიანის განმარტებით, პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერა საჯაროდ
"ხან ვინ მომიგზავნეს, ხან ვინ - ნაკრებში დაბრუნდიო. რომ შევხვდი ვარძელაშვილს, მე ვთქვი, რომ ნაკრებიდან არც წავსულვარ, უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე-მეთქი. მან მითხრა, რომ ან სპორტი აირჩიე, ან პოლიტიკაო. მერე ხელფასის მოხსნითაც დამემუქრა, რასაც ჩვენს შორის შელაპარაკება მოჰყვა.
იყო სიტყვიერი შეურაცხყოფებიც. საღამოს მოგვიანებით კიდევ შევხვდით, მიმიტყუეს. მუქარებიც იყო, მეუბნებოდნენ, რომ ეგენი შორს ვერ წავლენ და თქვენი და მაგათი დღეები დათვლილიაო" - აცხადებს ავალიანი.
4 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 3 ივნისს კოალიციის წევრი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, ავალიანს ძველმა თანაგუნდელმა, გვარად სინჯიკაშვილმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, თუმცა შეხვედრის შემდეგ გაუჩინარებული იყო.
მათივე ცნობით, ამბაკო ავალიანი შემთხვევის ადგილას რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა.
თუმცა მოგვიანებით "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამბაკო ავალიანმა უარყო ინფორმაცია მისი გატაცების შესახებ და განაცხადა, რომ 4 ივნისს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
"გვიან საღამოს ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად წამიყვანეს, თუმცა ეს ძალის გამოყენებით არ მომხდარა.
საუბარი გვქონდა სპორტულ საკითხებზე. იყო რაღაც გაუგებრობები, გავარკვიეთ. ეს არ ყოფილა პოლიტიკურ თემაზე შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ სპორტთან დაკავშირებით და ეს საუბარი იყო მეგობრული", - აცხადებდა 4 ივნისს ავალიანი.
იხილეთ ვიდეო
interpressnews.ge