საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს სოსო ლიპარტელიანი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს სოსო ლიპარტელიანი უხელმძღვანელებს . მან ამირან ტოტიკაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე ხნის წინ დატოვა.

ლიპარტელიანს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა სრული ნდობა გამოუცხადეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც სხდომის შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა განაცხადა, ახალგაზრდულ ნაკრებთან რამდენიმეთვიანი მუშაობითა და მიღწეული წარმატებებით სოსო ლიპარტელიანმა დაამტკიცა, რომ ძლიერი მწვრთნელია; მას ძირითადი ნაკრების მწვრთნელის თანამდბეობაზე დღეს ალტერნატივა არ ჰყავს.

ახლად დანიშნული მწვრთნელის განცხადებით კი, ყვენალაირად ეცდება, ქართულ ძიუდოს ძველი დიდება, წარმატებები დაუბრუნოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ლიპარტელიანის
თქმით, მთავარ აქცენტს, თავდაპირველად, ახალგაზრდა სპორტსმენებზე და მათ სწორად განვითარებაზე გააკეთებს.
დღევანდელ სხდომას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაურიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, გარდა ახალი მწვრთნელის დანიშვნისა, დღეს მნიშვნელოვანი იყო, რომ სხდომამ მშვიდად ჩაიარა, შეწყდა დაპირისპირებები და დასრულდა განხეთქილებები, რასაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი და რამაც სპორტის ეს სახეობა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა.

დღესვე ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ოფიციალურად დააკმაყოფილა ფედერაციის პრეზიდენტის, დილარ ხაბულიანის განცხადება გადადგომის შესახებ.

ფედერაციის ახალ პრეზიდენტს წლის ბოლომდე აირჩევენ, მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობას ხაბულიანის პირველი მოადგილე გიორგი ალექსიძე შეასრლებს.

39 წლის სოსო ლიპარტელიანი ატლანტის 1996 წლის ოლიმპური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.არის ათენის 1993 წლის ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი, თბილისის საერთაშორისო ტურნირის ორგზის და მოსკოვის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

IPN.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული