ნესტორ ხერგიანის სახელობის ტურნირმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო

AutoSharing Option
მესტიამ ამ დღეებში ნესტორ ხერგიანის სახელობის ტურნირს უმასპინძლა 1996-1998 და 1999-2000 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის.

ტურნირმა, რომელიც ძიუდოს ეროვნული ფედერაციის კალენდარშია შესული, წლეულს საერთაშორისო სტატუსი მიიღო, რადგან მასში უკრაინის გუნდიც მონაწილეობდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტუმრებმა კარგად იასპარეზეს და რამდენიმე მედალიც მოიპოვეს. ისინი სამომავლოდაც გეგმავენ მონაწილეობას ამ საინტერესო შეჯიბრებაში.

ნორჩი ძიუდოისტები მესტიას საქართველოს მრავალი კუთხიდან ესტუმრნენ. სულ ტატამზე უკრაინელ სტუმრებთან ერთად 237 სპორტსმენი გამოვიდა. გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. როგორც იცით, ჩვენი სახელოვანი ფალავანი, ნესტორ ხერგიანი 60 კგ-მდე წონით
კატეგორიაში ასპარეზობდა. ამ წონაში გამარჯვებულისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი სამაჩაბლოელ ვასო ჯარმენიშვილს გადაეცა.

კვარცხლბეკი
1996-1998 წლებში დაბადებულები:
35 კგ. 1. ავთანდილ მუკბანიანი (ლენტეხი), 2. თორნიკე გულბანი (თეთრიწყარო), 3. გიგა პირველი, 3. ლუკა კვანჭიანი (ორივე - მესტია);
38 კგ. 1. საბა კაპანაძე (სამაჩაბლო), 2. ზურაბ კახნიაშვილი (გორი), 3. ბესო კვანჭიანი (მესტია), 3. გიორგი შონია (აბაშა);
42 კგ. 1. თემურ ნოზაძე, 2. ვასილ ქელდიყოშვილი (ორივე - გორი), 3. ბექა გირგვლიანი (მესტია), 3. ირაკლი ხერგიანი (თბილისი);
46 კგ. 1. რომიკო ბეგლარიშვილი (გორი), 2. ჯეირან წულაია (ფოთი), 3. ბაგრატ ნინიაშვილი (დმანისი), 3. გიორგი ხომუკი (ლემშვენიერა);
50 კგ. 1. ჯაბა ქურდიანი (ქუთაისი), 2. ლევან ჩხვიმიანი (დმანისი), 3. გიორგი რუხაძე (აბაშა), 3. რომან რატიანი (მესტია);
55 კგ. 1 ალუდა ჩეკურიშვილი (გურჯაანი), 2. ლუხუმ კვანჭიანი (მესტია), 3. ლერი ჩხეტიანი (დმანისი), 3. ილია შუბითიძე (სამაჩაბლო);
60 კგ. 1. ვასილ ჯარმენიშვილი (სამაჩაბლო), 2. ირაკლი გულედანი (მესტია), 3. ბექა ოთინაშვილი (სამაჩაბლო), 3. დიმიტრი მაქაცარია (ზუგდიდი);
66 კგ. 1. ბექა ფალიანი (მესტია), 2. გიორგი ყალაბეგაშვილი (თბილისი), 3. თორნიკე მახათაძე (სამაჩაბლო), 3. იმედა გუდავაძე (ოზურგეთი);
73 კგ. 1. გიორგი ციხელაშვილი (დმანისი), 2. ლუკა ფუტკარაძე (სენაკი), 3. ავთო იოსელიანი (მესტია), 3. ჯაბა ლიპარტელიანი (ქუთაისი);
81 კგ. 1. ირაკლი გოგია (ზუგდიდი), 2. დავით დავითულიანი (ქუთაისი), 3. სერგეი ბილი (უკრაინა), 3. ირაკლი გოგებაშვილი (ბოლნისი);
+81 კგ. 1. ბაქარ კუხიანიძე (ქუთაისი), 2. კონსტანტინე ხაბეიშვილი (ქობულეთი), 3. ბექა ძოწენიძე (ქუთაისი), 3. მიხეილ ჟორჟოლიანი (მესტია).

1999-2000 წლებში დაბადებულები:
27 კგ. 1. კოტე კაპანაძე, 2. ბექა წიფიანი (ორივე - მარნეული), 3 ვანო გერლიანი (ზუგდიდი), 3. ბერდია პირველი (მესტია);
30 კგ. 1. ზურაბ ბეჟანიშვილი (მარნეული), 2. ბექა ბონდარენკო (ქუთაისი), 3. ლუკა კაპანაძე (მარნეული), 3. გიორგი კვანჭიანი (მესტია);
34 კგ. 1. ვახტანგ ვიბლიანი, 2. ლაშა გირგვლიანი (ორივე - დმანისი), 3. საბა ირემაძე (ქუთაისი), 3. ბექა სანაია (ფოთი);
38 კგ. 1 ლაშა გუგავა, 2. დავით ლიპარტელიანი (ორივე - ლენტეხი), 3. ლუკა ცხვედიანი (ქუთაისი), 3. ცოტნე ალანია (აბაშა);
42 კგ. 1. ალეკო მამიაშვილი (გორი), 2. ლუკა ხერგიანი (მარნეული), 3. ლევან გუგავა (ლენტეხი), 3. რომან კვანჭიანი (ზუგდიდი);
48 კგ. 1. ილია გაზდელიანი (ლენტეხი), 2. გოგიტა დევდარიანი (მესტია), 3. საბა ხურციძე (ქუთაისი), 3. გიორგი ქარჩავა (თბილისი);
50 კგ. 1. საბა მეშველიანი (ლენტეხი), 2. მანუკი მარგიანი (დმანისი), 3. ვლადისლავ მაიბოროდა, 3. ვლადისლავ დიდენკო (ორივე - უკრაინა);
55 კგ. 1 გიგა იმერლიშვილი (ახმეტა), 2. გელა ცინდელიანი (მესტია), ლუკა გერგაია, 3. გიორგი სართანია (ორივე - ზუგდიდი);
+55 კგ. 1. ნიკა დონღვანი (ქუთაისი), 2. ალექსი გოგუა (ხობი), 3. ლაშა ხერგიანი, 3. საბა გაბრიჭიძე (ორივე - მესტია).

"ლელოს" კორ.
უკვე საერთაშორისო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული