ქართველი პირველ წრეში ავსტრალიელ ამიენ დიკინსს ხვდება, მას თუ მოუგებს, ფრანგ ევროპის ჩემპიონ სოფიენ მილუს შეხვდება.
დაგვეთანხმებით, განუთესავს ბევრად ძლიერი შეიძლებოდა შეხვედროდა. შუკვანს ფრანგთან არ უჭიდავია. სამაგიეროდ, ის ორჯერ დაუმარცხებია ამირან პაპინაშვილს ანუ შუკვანსაც აქვს რეალური შანსი, თუმცა ჩვენებურს თითი სტკივა - წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მანქანის კარში მოიყოლა.
განთესილთაგან შუკვანის მხარეს მოხვდნენ
სომეხს შუკვანმა შარშან ევროპირველობაზე კი მოუგო, მაგრამ ის ჩვენებურისთვის მაინც უხერხული მეტოქეა, თუმცა შუკვანამდე ჯერ გერმანელი ტობიას ენგლმაიერი უნდა დაამარცხოს, მერე კი - ზანთარაიაც, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა.
29 ივლისს ლონდონში ვაჟთაგან 66, ქალთაგან კი 52 კილოგრამები იასპარეზებენ. ადრეულ ეტაპზე განთესილები ანუ წონის ლიდერები არც ლაშა შავდათუაშვილს (66) ერგო - მხოლოდ მეოთხედფინალში ხვდება მონღოლ მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ ხაშბაატარ ცაგანბაატარს, იმ ეტაპზე კი რომც წააგოს, დამამსვიდებელში მაინც გადავა.
ჩვენებური პირველ სეხვედრას ჩილელ ალეხანდრო სუნიგას ხვდება, მერე კი მისი მომავალი მეტოქე რუმინელი დან ფასიეს, ებრაელ გოლან პოლაცკისა და ფრანგ დავიდ ლაროსეს შორის გვაირკვევა.
დღეს - შუკვანი, ხვალ - შავდათუაშვილი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"