ჩვენებური არცთუ ძლიერ მეტოქეს - აშშ-ის წარმომადგენელ ტრევის სტივენს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭრიკიშვილი ტატამზე ტრავმით - ტუჩზე დადებული სახვევით გამოვიდა, მეტოქეზე მეტად აქტიურობდა, ამერიკელს გაფრთხილება მიაღებინა და თითქოს საბოლოო მიზნის მიღწევაც არ უნდა გასჭირვებოდა.
თუმცა შემდეგ ავთანდილს ტრავმა გაუმიზეზდა, სახვევი რამდენჯერმე მოსძვრა და ტატამზე ექიმის დახმარება დასჭირდა.
გამარჯვებული ძირითად დროში არ გამოვლინდა, ხოლო დამატებითში ამერიკელმა უფრო დაღლილი ქართველი იპონით დაამარცხა.
ოლიმპიადაზე პირველი ბრძოლა
ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო [+VIDEO]