ლიპარტელიანმა მეტოქე ვაზარით დაამარცხა. ჩვენებური შეჯიბრის 1/16-ფინალში ავსტრალიელ მარკ ანტონის შეხვდება, რომლის ბარიერის დაძლევა ქართველ ძიუდოისტს არ უნდა გაუჭირდეს. შეხვედრა თბილისის დროით 13:54 სთ-ზე დაიწყება.
1 აგვისტოს კიდევ ერთმა ქართველმა მოიპოვა გამარჯვება. ჯარჯი ზვიადაურმა, რომელიც ოლიმპიადაზე საბერძნეთის დროშის ქვეშ, ილიას ილიადისის სახელით გამოდის, ოლიმპიადაზე სლოვაკი მეტოქე დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა.
ასევე იხილეთ:
ვალერი ლიპარტელიანი - მორიგი ფავორიტის იმედად