ცუდი პირველი დღე მოსკოვში

AutoSharing Option

ქართველმა ძიუდოისტებმა ძალიან ცუდად დაიწყეს მოსკოვში "დიდი სლემის" გათამაშებაზე ასპარეზობა - პირველი დღის ერთადერთი შედეგი ნუგზარ ტატალაშვილის (73 კგ.) მე-5 ადგილია. პირველ დღეს სამ წონით კატეგორიაში იჭიდავეს ჩვენებურებმა. 60 კგ. წონით კატეგორიაში დავით ასუმბანმა პირველივე შეხვედრაში უზბეკ გაბიტ ესიმბეტოვთან წააგო. ამირან პაპინაშვილმა კი ჯერ რუს რობერტ მშვიდობაძეს მოუგო, შემდეგ კი იტალიელ ელიო ვერდესთან დამარცხდა. 

66-ში პაატა მერებაშვილმა ირანელ ღაფარს მოუგო, შემდეგ კი იაპონელ ებინუმასთან დამარცხდა. ერთი მეტოქე შალვა ქარდავამაც გაიარა, მან ბერძენი ალექსანდისი დაამარცხა, შემდეგ კი მანაც წააგო მონღოლ სანჯაასუნერთან.

ყველაზე

უკეთ ტატალაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ორი მეტოქე დაამარცხა, ირანელი მორადი და რუსი კაიტმაზოვი, შემდეგ ქართველმა კორეელ ბანგ გუი მანთან წააგო.



 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული