ასევე ადრევე იყო ცნობილი ახალგაზრდული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა - გიორგი გუგავა, რომელსაც ვაჟა ბალხამიშვილი დაეხმარება.
სიახლეა ჭაბუკთა ნაკრებში - ამიერიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ახლო წარსულის სახელოვანი ფალავანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ვაზაგაშვილი იქნება, მეორე მწვრთნელად კი მისივე ოდინდელი
დასახელებულ გუნდში საყურადღებოა სამი მომენტი - ძიუდოში სახელოვან ვეტერანთა დაბრუნება; უცხოეთში სამშობლოში სპეციალისთა დაბრუნება და ძველ მწვრთნელებზე უარის თქმა.
დავიწყოთ სწორედ მესამე მომენტით. ლიპარტელიანმა ძირითადად თავისი თაობის მოჭიდავეები შემოიკრიბა - ჯიქურაული, ხერგიანი, ვაზაგაშვილი, რევაზიშვილი და გუგავა მასთან ერთად ჭიდაობდნენ ნაკრებში, ხოლო უზნაძე იმ პერიოდში თურქეთის ღირსებას იცავდა. მან უარი თქვა შოთა ხაბარელის დროინდელ გუნდზე და იმათგან ნაკრებში არავინ მიუწვევია. ეტყობა, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ ეტაპზე ყველა მხარე ერიდება ძლივს ჩამცხრალი შიდა კონფლიქტის გაღვივებას და ცეცხლზე ნავთის დასხმას, თორემ ხაბარელს თავი დავანებოთ და იქ სხვებიც იყვნენ პროფესიონალები.
ამ გადაწყვეტილებით ორი კაცი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ვაზაგაშვილი და უზნაძე. ვაზაგაშვილი ათენის ოლიმპიადის წინ საბერძნეთში გადავიდა საჭიდაოდ, ბოლო წლებში კი ჯერ იქაურ ჭაბუკთა ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო მერე კვიპროსზეც მუშაობდა. უზნაძე ამ ოციოდე წლის ერთ-ერთი პირველი გაერიდა მოსალოდნელ გაჭირვებას, რაც მართლაც დაატყდა თავს საქართველოს. ის წლების განმავლობაში გამოდიოდა თურქეთის სახელით, თუმცა 1996 წელს ატლანტას ოლიმპიადაზე ზურგზე ინგლისურად ამოტვირფული იმ ქვეყნის სახელი "ლეიკოპლასტირით" გადაფარა. ის 2001 წლის ევროპის ჩემპიონია.
ამიერიდან ძიუდოში დაბრუნდა რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომლებიც ბოლო წლებში, მიზეზთა გამო, გარიყულნი იყვნენ ამ ოჯახიდან - ხერგიანი და კარიაული. ევროპის ორგზის, ოლიმპიადისა და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ხერგიანი ჯერ კიდევ შარშან მოქმედი სპორტსმენი იყო, თუმცა მერე ძიუდოდან ისე უჩუმრად გაუშვეს, გაცილებაც არავის გახსენებია. არადა, პირველხარისხოვან ტურნირებზე მოპოვებული მედლებით ის ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს უახლოეს სპორტულ ისტორიაში - 12 ჯილდო! ამიერიდან ის ისევ უბრუნდება ძიუდოს. ასევე - კარიაულიც, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ქალთა ნაკრებს წვრთნიდა და დღეს რუსთა ნაკრების ლიდერ თეა დონღუზაშვილით დაწყებული, თუ კი მაშინ ამ სფეროში რამე წარმატება მოგვეპოვებოდა, სულ მის სახელს უკავშირდება. ბოლო წლებში არც მისთვის მოიძებნებოდა ადგილი ქართულ ძიუდოში.
ეროვნულ ნაკრებში სიახლეა მუშაობის სტილის შეცვლაც - ის უფრო თანამედროვე, ევროპულ მოდელზე გადადის. კერძოდ, წონები რამდენიმე კატეგორიად დაიყო, რომლებსაც კონკრეტულ;ი პიროვნებები მიხედავენ. მაგალითად, 60, 66 და 73 კილოგრამის მოჭიდავეებზე მოდებაძეა მიმაგრებული, 81-90-კილოიანებზე უზნაძეა პასუხისმგებელი, ზედა წონებს კი ჯიქურაული გაწვრთნის. შესაბამისად, ისინი აგებენ მათ შედეგებზე პასუხს.
სიახლეა ნაკრების სავარჯიშო გეგმაშიც - ლიპარტელიანი მათ გადაბმულად, შესვენებების გარეშე აჭიდავებს. ეს მეთოდი მან წარმატებით გამოიყენა ახალგაზრდულ ნაკრებში - ევროპის ჩემპიონატზე მისმა შეგირდებმა ორი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვეს. ამასთან, საგრძნობი პროგრესი ეტყობოდათ ფიზიკურ მომზადებაში. ეს სისტემა ზუსტად გამძლეობის, ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლადაა კარგი და ეროვნულშიც ამ მიზნით იყენებს. ბიჭებს ჯერ უჭირთ ასეთი დატვირთვების გაძლება, მაგრამ სხვა გზა არაა - ვინც ვერ გაუძლებს, ვერც ნაკრებში მოხვდებაო, ასეთია ლიპარტელიანის მკაცრი ვერდიქტი.