ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელად?

AutoSharing Option
13 სექტემბერს საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ახალ მწვრთნელს წარადგენენ - ეს 17 საათზე ძიუდოს აკადემიაში გამართულ ღია ვარჯიშზე მოხდება.

ფედერაციაში ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას ჯერ არ ამხელენ, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ესაა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე. მის ასისტენტებად კი ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი იმუშავებენ.

ჯერჯერობით ლაპარაკი არაა ილიას ილიადისზე (ჯარჯი ზვიადაური), რომელიც მოარული ხმებით, ასევე მოიაზრებოდა ნაკრების მთავარ მწვრთნელად.

აქვე განვმარტავთ, რომ ლაპარაკია დროებით მწვრთნელზე.

ვნახოთ, ყველაფერი 13 სექტემბერს, საღამოს გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ რა დროს ირაკლის მწვრთნელობაა,მას ჯერ კიდევ შეუძლია ჭიდაობა და ხალხის გახარება,მემგონი ის ჯერ ახალგაზრდაა და მწვრთნელობისთვის ასეთი პასუხისმგებლობისთვის პატარაა,მან ჯერ უნდა იჭიდაოს,კიდევ მოიგებს ტურნირებს გამოცდილებას დააგროვებს და შემდგომ დანიშნონ მწვრთნელად
vasiko basiladze
10:00 13-09-2012
0
რა თქმა უნდა ისევ ვაზაგაშვილზე გადაივლის ყველაფერი.......შედეგი კი ცირეკიძეს ჩაეთვლება
luno
20:54 12-09-2012
0

სიახლეები პოპულარული