აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ უმნიშვნელოვანეს ტურნირებს, რაც ჩვენს ძიუდოისტებს უახლოეს დღეებში ელით. მომავალ უქმეებზე ვაჟთა ნაკრები როტერდამში იასპარეზებს "დიდ პრიზზე", სადაც დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, უჩა ხუციშვილი (66), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, იოსებ წელაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ. ეს შეჯიბრება სოსო ლიპარტელიანისთვის პირველია ეროვნული ნაკრების თავკაცის რანგში, მეორე უქმეეებზე - 21-24 ოქტომბერს კი დებიუტი უკვე ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის რანგში გია გუგავას ექნება - იმ დღეებში მისი გუნდი მაროკოულ აგადირში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში იასპარეზებს. გუგავას გადაწყვეტილებით, იქ ოთარ კაიდარაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (55), გიორგი ბროლაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ლომიძე (66), ზებედა რეხვიაშვილი, ლაშა ზურაბიანი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), გიორგი ნოზაძე, არჩილ შინჯიკაშვილი (90), გიორგი ბუღაძე (100), უშანგი კოკაური, ლევან მათიაშვილი (+100) გამოვლენ, თუმცა იმ სამ წონაში, სადაც მწვრთნელმა ორკაციანი კვოტა არ გამოიყენა, შესაძლოა, ვინმე თავისი ხარჯითაც წავიდეს.
აგადირში ორი მონაწილე გოგოებშიც გვეყოლება - ნონა მერაბიშვილი (52) და შორენა შარაძე (63), რომლებსაც გია თენაძე უხელმძღვანელებს.