26 ნოემბერს გასამართ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთმა კანდიდატმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით ხახალეიშვილმაც გამოთქვა.
ამ მოსალოდნელი ამბის შესახებ ხმები დიდი ხანია, ვრცელდებოდა, თუმცა ქუთაისელი ფალავანი სურვილს ღიად არ ადასტურებდა, ახლა კი ოფიციალურად აცნობა ფედერაციას.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი მამუკა ხაბარელი იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"