რეფერენდუმში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა გაიმარჯვა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა 507 ქულა დააგროვა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სსჟა-ს საუკეთესო ათეულში მეორე ადგილზე გავიდა (355 ქულა), მესამე კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი იყო 340 ქულით.
წლის უძლიერეს გუნდად ჟურნალისტებმა კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები აღიარეს (24 ქულა), მეორე ადგილზე ძიუდოისტები გავიდნენ (14), მესამეზე კი 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები (7), რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.
საქართველოს 2012 წლის 10
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო) - 507
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - 355
რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - 340
დავით მოძმანაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - 334
დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - 222
მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - 189
გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - 148
ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) - 106
მამუკა გორგოძე (რაგბი) - 91
მანუჩარ მარკოიშვილი (კალათბურთი) - 85
ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) - 84
ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო) - 83
ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) - 66
სულ დაასახელეს 44 სპორტსმენი
საუკეთესო გუნდი
კალათბურთელთა ნაკრები - 24
ძიუდოისტთა ნაკრები - 14
17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები - 7
ასევე იხილეთ:
წლის საუკეთესო სპორტსმენები სეოკ-ის ვერსიით